პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში შს ახალ მინისტრს დღეს, 14:00 საათზე წარადგენს.
მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არ ახმაურებენ, თუმცა ცნობილია, რომ ამ პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილება. საუბარია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ გიორგი მღებრიშვილის, შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს ანზორ ჩუბინიძის კანდიდატურებზე.
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უწყებას უსაფრთხოების სამსახური გამოეყო და ვახტანგ გომელაური ახლად შექმნილი სამსახურის უფროსად დაინიშნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება, სწორედ 1 აგვისტოდან შეუდგება მუშაობას.