reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი: კახა კახიშვილმა თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე ობიექტურმა ექსპერტმა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:45
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: კახა კახიშვილმა თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე ობიექტურმა ექსპერტმა!
01 აგვისტო, 2015. 14:39


ირაკლი ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრად კახა კახიშვილი დანიშნა. პრემიერის თქმით, კახიშვილს საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს, იგი გამოირჩევა განათლებით, წესიერებით და ძალიან კარგად იცნობს სისტემას.


„კახა კახიშვილი ასევე გახლავთ ორი შვილის მამა, გამოირჩევა წესიერებით, განათლებით, პროფესიით არის იურისტი. მას საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს, აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც სახელმწიფო სამსახურში მუშაობის, ასევე, არასამთავრობო სექტორში. ბატონი კახა მუშაობდა შს სამინისტროში, ასევე პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში და მას ყველა ძალიან კარგად ახასიათებს. ბატონმა კახამ თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა და ობიექტურმა ექსპერტმა. 2014 წლის ოქტომბრიდან უკვე სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე გახდა.

 

მინისტრად დანიშვნა არის მკაფიო გზავნილი ყველასთვის, რომ სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება, ეს სისტემა კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე გახდება ყველასთვის",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016