პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა შს ახალი მინისტრის გიორგი მღებრიშვილის სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სისტემა სტრატეგიულად და შინაარსობრივად მთლიანად შეიცვალა. ამ დაწესებულებაში სრულად აღმოიფხვრა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, წამება, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა, რომელიც წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა იყო.
„მე მინდა აღვნიშნო, რომ გიორგი იყო ძალიან წარმატებული მინისტრი სასჯელაღსრულების სისტემაში. ჩვენ ყველაზე რადიკალური რეფორმა განვახორციელეთ. ჩვენ სტრატეგიულად და შინაარსობრივად მთლიანად შევცვალეთ სისტემა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღმოიფხვრა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, წამება, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა, რომელიც წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული პრაქტიკა. ჩვენ სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანეთ სისტემის რეფორმა და ეს ბატონი გიორგის დამსახურებაა",-აღნიშნა ღარიბაშვილმა.