reportiori.ge - გიორგი კახიანი: სამართლებრივად რას მიიჩნევენ არაკონსტიტუციურად, არგუმენტაცია მათ განცხადებაში არ ჩანს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:22
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: სამართლებრივად რას მიიჩნევენ არაკონსტიტუციურად, არგუმენტაცია მათ განცხადებაში არ ჩანს
01 აგვისტო, 2015. 15:46


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი კახიანის განცხადებით, „თავისუფალი დემოკრატების" განცხადება „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტის არაკონსტიტუციურობაზე ზოგადი და არგუმენტებს მოკლებულია.


განცხადება, რომელიც თავისუფალი დემოკრატების" მხრიდან გაკეთდა, ზოგადი განცხადებაა, სამართლებრივად რას მიიჩნევენ არაკონსტიტუციურად, არგუმენტაცია მათ განცხადებაში არ ჩანს. კონსტიტუციის რომელ მუხლთან და კანონის რომელი მუხლის წინააღმდეგობას ხედავენ კონსტიტუციასთან, არ ჩანს. ვინაიდან პარლამენტმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო ეს კანონი, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არაკონსტიტუციურობას ვერ ხედავს, თორემ თავიდანვე არც მივიღებდით. ჩვენთვის ეს კითხვები ამ კანოთან მიმართებაში არ არსებობს", - განაცხადა კახიანმა .


რაც შეეხება იმას, რომ „თავისუფალი დემოკრატები" აპირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ კანონპროექტის გასაჩივრებას, კახიანი აცხადებს, რომ კანონპროექტის გასაჩივრებისთვის პარლამენტის სულ ცოტა 30 დეპუტატია საჭირო, რაც ბევრად მეტია, ვიდრე „თავისუფალი დემოკრატების" რაოდენობა პარლამენტში.


შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის ბუნდოვანია, რას გულისხმობენ ისინი გამომდინარე იქიდან, რომ თუ კონსტიტუციის 95-მუხლთან წინააღმდეგობას ხედავენ ეროვნული ბანკის შესახებ კანონის, ასეთ შემთხვევაში სარჩელი ე.წ. აბსტრაქტული კონტროლის ფორმით საჩივრდება და საჭიროა, რომ პარლამენტის სულ ცოტა 1,5-მა გაასაჩივროს, ეს ნიშნავს, რომ პარლამენტის 30 წევრს აქვს კანონის გასაჩივრების უფლება, როგორც მოგეხსენებათ „თავისუფალი დემოკრატები" ბევრად ნაკლები არიან და ისინი დამოუკიდებლად ვერც საკონსტიტუციო სასამართლოში ვერ შეძლებენ კანონის გასაჩივრებას", - აღნიშნა კახიანმა. 


რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს ჯერ არ გაცნობია, ამიტომ მისთვის უცნობია, თუ რა შენიშვნები აქვს გიორგი მარგველაშვილს აღნიშნულ კანონპროექტთან მიმართებაში.


მე არ წამიკითხავს ის შენიშვნები, რომელიც ვეტოშია ასახული და არ წამიკითხავს ის კანონპროექტი, თუ რის ცვლილებას გვთავაზობს პრეზიდენტი. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ დაძლევის პრობლემა არ გვექნება გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტიურად ვეტოს დაძლევას ზუსტად იმდენივე ხმა სჭირდება, რაც მიღებას. ვეტოს დაძლევის რესურსი პარლამენტს აქვს. მე გავეცნობი პრეზიდენტის შენიშვნებს და წავიკითხავ, თუ რას წერს ის შენიშვნებში. ვეტოს დაძლევა, სავარაუდოდ, შემოდგომაზე მოხდება. შეიძლება რიგგარეშე სხდომის მოწვევა, თუმცა ამის სასწრაფო აუცილებლობას ვერ ვხედავთ, ამიტომ პირველი სექტემბრიდან არის 15-დღიანი ვადა და ამ პერიოდში მოხდება მსჯელობა", - განაცხადა კახიანმა.


შეგახსენებთ, „თავისუფალი დემოკრატები" ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტის მიერ იქნა მიღებული, არაკონსტიტუციურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამასთან, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, ვეტო დაადო.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016