„რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი კახი კახიშვილს მინისტრის პოსტის დაკავებას უცლოცავს და აღნიშნავს, რომ მას აქვს მენეჯერობისა და ოპოზიციასთან ჯეროვნად თანამშრომლობოს უნარი. ირაკლი ღლონტი შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი მღებრიშვილის კანდიდატურასაც მიესალმება, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილს ეკონომიკური გუნდის განახლებისკენ მოუწოდებს.
„მსურს, კახი კახიშვილს მივულოცო მინისტრად დანიშვნა. მიმაჩნია, რომ კახიმ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს, იყო საჯარო მოხელე. ის კარგად იცნობს მოქალაქის ინსტიტუტს და აქვს მენეჯერობისა და ოპიზიციასთან ჯეროვანი თანამშრომლობის უნარი.
წარმატებებს ვუსურვებ შს ახალ მინისტრს, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ოჯახში პირადი პასუხისმგებლობით პატიმრის (დაზარალებული მცირეწლოვანის მამა) მიყვანით. მართალია, მე ვგულშემატკივრობდი არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას, თუმცა, ამ ეტაპზე მღებრიშვილის კანდიდატურის საწინააღმდეგო პოზიცია არ გამაჩნია.
საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე წარმატებებს ვუსურვებ ორივე მინისტრს.
მინდა, პრემიერ-მინისტრს მოვუწოდო, რომ იმსჯელოს მთავრობის ე.წ. ეკონომიკური გუნდის განახლებისთვის", - აცხადებს ღლონტი.