reportiori.ge - კობა ლურსმანაშვილი: ირაკლი შონიამ საზოგადოებას შეცდომაში შეყვანის გამო ბოდიში მოუხადოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:10
საზოგადოება
კობა ლურსმანაშვილი: ირაკლი შონიამ საზოგადოებას შეცდომაში შეყვანის გამო ბოდიში მოუხადოს
01 აგვისტო, 2015. 17:38


ხარაგაულის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ჟურნალისტ ირაკლი შონიას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამო ბოდიშის მოხდას სთხოვს.


მერაბ კოსტავას მემორიალური სკვერი (მათ შორის მემორიალური დაფა) სრულად შეესაბამება ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის მიერ გავრცელებულ ფოტომასალას, რომელიც მიმდინარე წლის 26 მაისის ღონისძიებებს ასახავს სოფელ ბორითში.

 

ჟურნალისტ ირაკლი შონიას მოვუწოდებ, პირადად ჩაბრძანდეს სოფელ ბორითში და მოინახულოს მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი. გარდა ამისა, საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს შეცდომაში შეყვანის გამო!

 

ჟურნალისტ ირაკლი შონიას მიერ გამოქვეყნებული ფოტო ასახავს მერაბ კოსტავას ძველი მემორიალური დაფის მდგომარეობას რამდენიმე ავტოავარიის შედეგად დარჩენილს.

 

სწორედ აღნიშნული მრავალჯერადი ფაქტის გამო, დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოახდინა ახალი სკვერის და მემორიალური დაფის მოწყობა, რომელიც სწორედ ისე გამოიყურება დღესაც,როგორც 26 მაისს გახლდათ და კიდევ უფრო მეტად გალამაზდება. გარდა ამისა, მომავალ წელს აღნიშნულ სკვერში იგეგმება მერაბ კოსტავას ბიუსტის გახსნა .

 

ხარაგაული და ხარაგაულელები ყოველთვის უდიდეს პატივს მიაგებდნენ და მიაგებენ საქართველოს ეროვნულ გმირს , ბატონ მერაბ კოსტავას!" - წერს კობა ლურსმანაშვილი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016