reportiori.ge - ელისო ჩაფიძე: პრემიერმა მიიღო საუკეთესო გადაწყვეტილება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:19
პოლიტიკა
ელისო ჩაფიძე: პრემიერმა მიიღო საუკეთესო გადაწყვეტილება!
01 აგვისტო, 2015. 18:21


პარლამენტარი ელისო ჩაფიძე მიიჩნევს, რომ პრემიერმა შს და სასჯელაღსრულების მინისტრებად გიორგი მღებრიშვილისა და კახა კახიშვილის დანიშვნით საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო. ელისო ჩაფიძე „რეპორტიორთან" საუბარში გიორგი მღებრიშვილისა და კახა კახიშვილის კანდიდატურებს  დადებითად აფასებს და იმედოვნებს, რომ მათი საქმიანობა წარმატებული იქნება.



„პრემიერმა მიიღო საუკეთესო გადაწყვეტილება. ერთი მხრივ, ბატონი მღებრიშვილის დანიშვნა შსს-ში ნიშნავს იმას, რომ გაგრძელდება ის რეფორმები, რომლის შესრულების ვალდებულებაც აიღო „ქართულმა ოცნებამ" თავის დროზე.  გიორგი მღებრიშვილი თავისი საქმის პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, მისი სახით ღირსეული შემცვლელი გამოუჩნდა  ბატონ ვახტანგ გომელაურს, რომლის მოღვაწეობითაც ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ.

 

რაც შეეხება კახა კახიშვილს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ძალიან მნშვნელოვანია, რომ ის გახლდათ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი. მას საჯარო სამსახურში გადანაცვლების შემდეგაც არ გაუწყვეტია კონტაქტი არასამთავრობო სტრუქტურებთან. ჩვენთან, პარლამენტის წევრებთან თანამშრომლობდა როგორც ძალიან გახსნილი, კომპეტენტური ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მივესალმები ამ დანიშვნას და ვფიქრობ, რომ ურთიერთობა პარლამენტსა და ამ ორ სამინისტროს შორის, ასევე მოსახლეობასთან, იქნება საუკეთესო მათი მხრიდან", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016