საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით „რეპორტიორს" ესაუბრა. მისი თქმით, ორივე ახალდანიშნული მინისტრი პროფესიონალი და კვალიფიციური კადრია, შესამაბისად, მათი მუშაობა დაკავებულ თანამდებობებზე წარმატებული იქნება.
„შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროები - ორივე სტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია. ახალ მინისტრებს აქვთ კომპეტენცია, რომ ის სამინისტროები, რომლებიც ჩაიბარეს, გამართულად იმუშავებს. მე ორივე მათგანს კარგად ვიცნობ, მათ აქვთ საკმარისი გამოცდილება, ვისურვებ, რომ მათი მუშაობა იყოს წარმატებული.
ჩემთვის, შს მინისტრის თანამდებობაზე გიორგი მღებრიშვილის დანიშვნა მოულოდნელი არ ყოფილა. მიმაჩნია, რომ ის არის პროფესიონალი, კვალიფიციური კადრი და დარწმუნებული ვარ, შს სამინისტრო გამართულად იმუშავებს",-აცხადებს მიროტაძე.