reportiori.ge - გოგა ხაინდრავა: მღებრიშვილისგან ისეთივე წარმატებულ მუშაობას ველოდები, როგორც ეს სასჯელაღსრულების შემთხვევაში იყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:03
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: მღებრიშვილისგან ისეთივე წარმატებულ მუშაობას ველოდები, როგორც ეს სასჯელაღსრულების შემთხვევაში იყო
01 აგვისტო, 2015. 18:45


კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას შს მინისტრად გიორგი მღებრიშვილის, ხოლო სასჯელაღსრულების მინისტრად კახა კახიშვილის დანიშვნას დადებითად აფასებს. ხაინდრავა „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნავს, რომ გიორგი მღებრიშვილისგან ისეთივე წარმატებულ მუშაობას ელოდება, როგორც ეს სასჯელაღსრულების სისტემის შემთხვევაში იყო.

გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ქვეყანას კახა კახიშვილის სახით  საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს უბანზე წარმატებული  პიროვნება ეყოლება.


„თუ გავითვალისწინებთ იმ სამუშაოს, რომელიც გიორგი მღებრიშვილმა გასწია წინა თამანდებობაზე, თუ გავითვალისწინებთ იმ ცვლილებებს და რეფორმებს, რომელიც იქ არის გატარებული, მიუხედავდ იმისა, რომ მე მას ახლოს არ ვიცნობ, ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.  

 

მას წინა თანამდებობაზე ძალიან რთულ ვითარებაში უწევდა მუშაობა,  რადგან  „ნაციონალებისგან" ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო წილად.  მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, წარმატებულად გაუძღვა თავის საქმეს და  მთელი ამ დროის განმავლობაში მის მიმართ საზოგადოების მხრიდან რაიმე განსაკუთრებული პრეტენზიები არ გამოთქმულა.

 

გიორგი მღებრიშვილისგან ისეთივე წარმატებულ მუშაობას ველოდები შინაგან საქმეთა სამინისტროში, როგორც ეს სასჯელაღსრულების შემთხვევაში იყო.  ამ შემთხვევაში საკმაოდ კარგი მემკვიდრეობა დარჩება, რადგან წინა მინისტრი ვახტანგ გომელაური ძალიან წარმატებულად უძღვებოდა თავის საქმეს.

 

რაც შეეხება კახა კახიშვილს, იგი ჩემი ამხანაგია, ამიტომ ჩემგან მისი ქება არავისთვის გასაკვირი არ იქნება. მის ბიოგრაფიაში ყველაზე მნიშვნელოვანია მისი პროფესიონალური მიდგომა კანონისადმი, იმიტომ რომ მას აქვს პროკურორის გამოცდილება და იცის, რა არის კანონის უზენაესობა.  

 

მან ასევე იცის ადამიანის უფლებების ფასი, რამეთუ უკანასკნელი წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორში მუშაობდა. კახიში შერწყმულია როგორც ადამიანის უფლებების ცოდნა, ისე კანონის უზენაესობის მნიშვნელობა.

 

იმედს ვიტოვებ, რომ კახა კახიშვილის სახით  წარმატებული  პიროვნება გვეყოლება საზოგადოებრივი ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს უბანზე",-აცხადებს გოგა ხაინდრავა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016