სტუდენტი ლევან ლორთქიფანიძე „რეპორტიორს" ახლადდანიშნული მინისტრების შესახებ ესაუბრა. ლორთქიფანიძის თქმით, მისთვის მინისტრების თანამდებობაზე კახა კახიშვილის და გიორგი მღებრიშვილის დანიშვნა მოულოდნელი იყო.
„მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დიდი ხანია ვიცნობ ბატონ კახას, იგი ყოველთვის ტოვებდა ძალიან პატიოსანი, ღირსეული და შრომისმოყვარე ადამიანის შთაბეჭდილებას. შესაბამისად, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გზას გააგრძელებს იმავე წესებით და ნორმებით, რითაც აქამდე ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება ბატონ მღებრიშვილს, მას არ ვიცნობ, მაგრამ ზოგადად შინაგან საქმეთა მინისტრი ან უნდა იყოს ძალიან ძლიერი, გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა, ან უნდა იყოს ძალიან კარგი საპოლიციო მოღვაწე. როგორც ვიცი, ბატონი მღებრიშვილი არ გახლავთ ძლიერი საპოლიციო და მისი პოლიტიკური წონაც დაბალია, შესაბამისად, ბატონ მღებრიშვილს უფრო სკეპტიკურად ვუყურებ და მგონია, რომ მისი შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმი იყო ის, რომ იგი ძალიან კარგად დაემორჩილება პირადად პრემიერ-მინისტრის ყველა მითითებას.
ჩემთვის საერთოდ მოულოდნელი იყო, თუ ოდესმე ბატონ კახას მიიღებდნენ სამთავრობო სტრუქტურებში, მაგრამ უკვე მინისტრი გახდა. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ გარკვეული ტიპის ღიაობა, გახსნილობა დღეს საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ შერჩენია, რაც ძალიან მისასალმებელია", - აცხადებს ლევან ლორთიქფანიძე.