reportiori.ge - ია მეტრეველი: მოხარული ვიქნები, თუ სწორედ ასეთი პიროვნებები დაინიშნებიან მინისტრებად!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:46
პოლიტიკა
ია მეტრეველი: მოხარული ვიქნები, თუ სწორედ ასეთი პიროვნებები დაინიშნებიან მინისტრებად!
01 აგვისტო, 2015. 19:49



ია მეტრეველი მიიჩნევს, რომ ახლადდანიშნული მინისტრები პატიოსანი, ქვეყნის ერთგული და პროფესიონალი კადრები არიან. მეტრეველი „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, რომ მღებრიშვილისა და კახიშვილის საქმიანობა ახალ თანამდებობებზე ისევე წარმატებული იქნება, როგორც ეს სასჯელაღსრულების სამინისტროს შემთხვევაში იყო.


„ძალიან მოხარული და კმაყოფილი ვარ მინისტრების კანდიდატურებით. კახი კახიშვილმა უკვე აჩვენა თავისი პროფესიონალიზმი, ის არის ნამდვილად ღირსეული კანდიდატურა. ისევე როგორც გიორგი მღებრიშვილი. მოხარული ვიქნები, თუ სწორედ ასეთი პიროვნებები დაინიშნებიან მინისტრებად და სხვა წამყვან თანამდებობებზე.

 

კახა კახიშვილმა გიორგი მღებრიშვილთან ერთად საკმაოდ წარმატებულად განახორციელა რეფორმა. დღესდღეობით პენიტენციარულ სისტემაში საკმაოდ კარგად  მიდის საქმე და იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება. ვიმედოვნებ, გიორგი მღებრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზეც ისეთივე წარმატებული იქნება.

 

მთავარია, ადამიანი პატიოსანი, თავისი ქვეყნის ერთგული და პროფესიონალი იყოს, ამ კრიტერიუმებს ორივე პიროვნება აკმაყოფილებს", - აცხადებს ია მეტრეველი.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016