რეგიონები
შუამთობის დღესასწაულზე ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან
02 აგვისტო, 2015. 11:25
მაღალმთიან აჭარაში დღეს შუამთობის დღესასწაული აღინიშნება. ტრადიციულ ღონისძიებაზე ადგილობრივები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მისვლას ელოდებიან.
„შუამთობის დღესასწაული ოდითგანვე მოდის. 3 თვით იალაღებზე მყოფ მემთეურებს აგვისტოს დასაწყისში ბარად მყოფი ოჯახის წევრები და ნათესავები სტუმრობენ. მათ თან ტკბილეული და ხილი მოაქვთ მთებში მყოფებისთვის, თავის მხრივ მემთეურები ტრადიციულ აჭარულ კერძებს ამზადებენ.
ბორანო, სინორი, ხავიწი, კაიმაღი და აჭარული დაწნილი ყველი შუამთობის გამორჩეული კერძებია. ამ დღეს იმართება დოღი და სახალხო სეირნობა. 65 წლის ვარ, 10 წლის ასაკიდან ვესწრები ამ დღესასწაულს. დღეს პრემიერს ველოდებით და ჩვენთვის მისი სტუმრობა სტიმულის მომცემია", - განაცხადა ადგილობრივმა ალიოშა გორგილაძემ.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57