რეგიონები
ირაკლი ღარიბაშვილი შუამთობის დღესასწაულზე მივიდა
ავტორი: ნათია ცუხიშვილი
02 აგვისტო, 2015. 12:30
აჭარის მაღალმთიან კურორტ ბეშუმში, სადაც შუამთობის დღესასწაულს აღნიშნავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სხალთის ეპარქიის ეპისკოპოს მეუფე სპირიდონთან და დასავლეთ საქართველოს მუფტთან ბეგლარ ქამაშიძესთან ერთად მივიდა.
კულტურულ ღონისძიებაზე წარმოდგენილია ტრადიციული ქართული ცეკვები. კონცერტი ცეკვა „აფხაზურით" გაიხსნა, ასევე შესრულდა „აჭარული".
კონცერტის დასრულების შემდეგ პრემიერი დღესასწაულზე შეკრებილ მემთეურებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართავს.
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაესწრება დოღს და სპორტულ ღონისძიებებს. პრემიერთან ერთად ღონისძიებას მინისტრები და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ესწერებიან.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57