რეგიონები
ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას შუამთობა მიულოცა
02 აგვისტო, 2015. 13:37
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალმთიან აჭარაში მოსახლეობას შუამთობის დღესასწაული მიულოცა.
პრემიერის განცხადებით, მისთვის სასიხარულოა, რომ უკვე მეორედ შუამთობის დღესასწაულს ზემო აჭარაში მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად ესწრება.
„ერთიანობისა და სიყვარულის გარეშე ჩვენი წარმატება მიუღწეველია, ამიტომ ამ დღეს მინდა ყველას მოგეფეროთ. მინდა აღვნიშნო აჭარლების განსაკუთრებული კეთილშობილება. ვიცი, რომ თქვენ ხართ გამორჩეული ადამიანები, გამორჩეული ქართველები, თქვენი გულით, თქვენი სიყვარულით, თქვენი სიკეთით. ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია, ამას გულწრფელად გეუბნებით, რომ უკვე მეორე წელია თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ დღესასწაულს, შუამთობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57