შუამთობის დღესასწაულზე მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთა არის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის სიამაყე, ამიტომ აქ მცხოვრებ ხალხს განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ მათზე.
ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის მთის გაძლიერება და შენარჩუნება. პრემიერმა მთის კანონის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალი წლიდან მაღალმთიანი აჭარის და საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის გასაძლიერებლად სხვადასხვა პროგრამა ამოქმედდება.
„ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ მთის გაძლიერება, მთის შენარჩუნებაა. ჯერ კიდევ ბატონ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დავიწყეთ სამი წლის წინ მთის პროგრამები და ჩვენ დაპირებისამებრ გვინდა გაცნობოთ, რომ მივიღეთ მთის კანონი, რომელიც უკვე ამოქმედდა და მომავალი წლიდან განსაკუთრებულად შეღავათიან და ხელშემწყობ პროგრამებს დავიწყებთ აჭარის მაღალმთიანეთსა და საქართველოს ყველა მთიან რეგიონში. მჯერა, რომ ეს იქნება დიდი სტიმულის მიმცემი აქ მცხოვრები ხალხისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.