საქართველოს პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შუამთობის დღესასწაულზე დასწრების შემდეგ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ვერტმფრენ „სუპერ პუმას" შეძენის საკითხს მაღალმთიანი აჭარიდან გამოეხმაურა.
პრემიერმა აჭარის ტრადიციულ საჭმელ, კაიმაღთან დაკავშირებით ისტორია გაიხსენა.
„მითხრეს, რომ აქ 200 კილო ტრადიციულ კერძს კაიმაღს ამზადებენ. სხვათა შორის ერთი ისტორია გამახსენდა, როდესაც 3 წლის წინ აქ სააკაშვილი იყო ჩამოსული, ჭამა 3 კილო კაიმაღი. აქედან ის გაფრინდა ბორჯომში, გახდა ცუდად და მოუწიათ შუახევში დასმა ვერტმფრენის. შემდეგ დაიწყო ჩხუბი, რატომ არ არის ვერტმფრენში ტუალეტი და აქედან გაჩნდა „პუმა". ამიტომ გადაიხადა მან 40 მილიონი ევრო იმის გამო, რომ კომფორტულად ემგზავრა და კომფორტულად ეჭამა კაიმაღი. ეს ნახევრად ხუმრობით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.