reportiori.ge - ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ქალები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 11:42
სხვადასხვა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ქალები
ავტორი:
02 აგვისტო, 2015. 16:36




ჟურნალმა ფორბსმა" 100 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსოფლიოს პოპულარული ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც 16 ცნობილი ქალი მოხვდა.



საერთო ჯამში, 2014 წელს ამ ქალბატონებმა 809 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს. მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოპულარული ქალბატონი მომღერალი კეტი პერი გახდა, რომლის შემოსავალმაც გასულ წელს 135 მილიონი დოლარი შეადგინა.

„ფორბსის" მონაცემებით, ამერიკელი პოპ-მომღერლის შემოსავლის ძირითადი წყარო მსოფლიო ტურნე Prismatic Worls Tour გახდა, რომლის ფარგლებშიც კეტი პერიმ 126 შოუ გამართა, მათ შორის 75 - აშშ-ს ფარგლებს გარეთ. თითოეული შოუდან მომღერლის საშუალო შემოსავალმა 2 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. კეტი პერის სარფიანი შემოსავალი აქვს რეკლამებიდანაც. „ფორბსის" მონაცემებით, გასულ წელს ცნობილმა მომღერალმა 135 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.




კიდევ ერთი მაღალანაზღაურებადი მომღერალი, რომელიც „ფორბსის" რეიტინგში მოხვდა, 25 წლის ამერიკელი ტეილორ სვიფტია. გასულ წელს გამოსული ტეილორ სვიფტის ბოლო ალბომი „1989" ნამდვილ ბესტსელერად იქცა და მსოფლიოს მასშტაბით 3,6 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ამერიკელი მომღერლის შემოსავალმა შარშან 80 მილიონი დოლარი შეადგინა.




მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადმა წამყვანმა, ამერიკელმა ელენ დეჯენერისმა, რომელიც „ოსკარის" 2014 წლის დაჯილდოებას უძღვებოდა, შარშან 75 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.




„ფორბსის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოპულარული ადამიანების რეიტინგში მოხვედრილ მომღერალ ქალბატონებს შორის ასევე დასახელდნენ ლედი გაგა 59 მილიონი დოლარის შემოსავლით, ბიონსე - 54,5 მილიონი დოლარით, ჯენიფერ ლოპესი - 75 მილიონი დოლარით და ბრიტნი სპირსი - 31 მილიონი დოლარით.



რაც შეეხება მსახიობ ქალბატონებს, „ფორბსის" რეიტინგში მოხვდნენ ჯენიფერ ლოურენსი, რომლის შემოსავალმაც გასულ წელს 52 მილიონი დოლარი შეადგინა, სკარლეტ იოჰანსონი - 35, 5 მილიონი დოლარი და სოფია ვერგარა - 28,5 მილიონი დოლარი.



რეიტინგში ერთადერთი სპორტსმენი, რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა მოხვდა, რომელმაც გასულ წელს 29,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო მოდელებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი კვლავ ჟიზელ ბიუნდჰენია 44 მილიონი დოლარის შემოსავლით.



წყარო - bpn.ge




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016