reportiori.ge - არჩილ გამზარდია: კახა კახიშვილი დიდი ხანია დადებითი იმიჯით სარგებლობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:19
პოლიტიკა
არჩილ გამზარდია: კახა კახიშვილი დიდი ხანია დადებითი იმიჯით სარგებლობს
02 აგვისტო, 2015. 16:47




ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებულ საკადრო პოლიტიკას ლოგიკურ პროცესს უწოდებს. მისი თქმით, კახა კახიშვილს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნით უფლებამოსილებათა სივრცის არეალი ეზრდება, შესაბამისად მისი საქმიანობა უფრო  ეფექტური იქნება. ხოლო მღებრიშვილს, იმდენად მნიშვნელოვანი სამინისტროს მმართველობა ჩაბარდა, არ გაუჭირდება მისი წარმატებით გაძღოლა. გამზარდია განცხადებას „რეპორტიორთან" საუბარში აკეთებს.




„ბატონი კახა კახიშვილი დიდი ხანია დადებითი იმიჯით სარგებლობს, იგი ძალიან საინტერესო ადამიანია და ვფიქრობ, რომ ეფექტურად წარუძღვება თავის საქმიანობას. ამ შემთხვევაში მას უფლებამოსილებათა სივრცე ეზრდება.

გიორგი მღებრიშვილის შეფასებაში კვალიფიციური ვერ ვიქნები, თუმცა ვფიქრობ, რომ ვახტანგ გომელაურმა თავის მოადგილეებთან ერთად შექმნა ეფექტური სამინისტრო,  სავარაუდოდ, ამ ფონზე ახალი მინისტრი კარგად და წარმატებულად წარუძღვება საქმიანობას. საქმე საკმაოდ ლოგიკურ პროცესთან გვაქვს",-აცხადებს არჩილ გამზარდია. 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016