ექსპერტი გია ხუხაშვილი „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად საკმაოდ ლოგიკური გადაადგილებები მივიღეთ. ხუხაშვილი ახლადდანიშნულ მინისტრებს დადებითად აფასებს.
„იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც სახელისუფლებო საკადრო რესურსთან დაკავშირებით გვაქვს, ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტილება. მღებრიშვილმა საკმაოდ მძიმე სისტემის მართვის პერიოდში დაამტკიცა, რომ კარგი მენეჯერია, მას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რაიმე სერიოზული შეცდომა არ დაუშვია.
კახი კახიშვილს რაც შეეხება, აქ კითხვებიც კი არ არის საჭირო, მის შესახებ მისივე წარსული მოღვაწეობა მეტყველებს.
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების დაკვირვების შედეგად, შესაძლებელი იყო დღევანდელი რეალობის პროგნოზირება. მღებრიშვილი განიხილებოდა კიდეც ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად. მისი შს სამინისტროში გადასვლის შემდეგ, კახიშვილის გამინისტრებაც მოსალოდნელი იყო. ვფიქრობ საკმაოდ ლოგიკური გადაადგილებები მივიღეთ, რაც სწორია და პრინციპში სტაბილურ სისტემებში ასეც უნდა ხდებოდეს",-აცხადებს გია ხუხაშვილი.