reportiori.ge - სად ისვენებენ მილიარდელები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 11:45
სხვადასხვა
სად ისვენებენ მილიარდელები
ავტორი:
02 აგვისტო, 2015. 17:57



მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და წარმატებული ადამიანები ხშირად დასვენებისთვის მყუდრო და უჩვეულო ადგილს არჩევენ.

სად და როგორ ისვენებენ მდიდარი ადამიანები, ამის შესახებ გამოცემაფორბსი" აქვეყნებს სტატიას.




ფორბსის" ინფორმაციით, ბოლო არდადეგები ფეისბუქის" დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა, რომელიც მოკრძალებული ცხოვრების წესით არის ცნობილი, ვიეტნამში გაატარა. მოგზაურობაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი მეუღლესთან პრისცილა ჩანთან ერთად გაემგზავრა.




წლევანდელი ზაფხულის გატარება შოტლანდიაში გადაწყვიტა ლონდონისჩელსის" მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა. ბრიტანული მედიის ცნობით, შოტლანდიის ქუჩებში რომან აბრამოვიჩი ბიზნესპარტნიორებთან და საყვარელ ძაღლთან ერთად სეირნობს. შოტლანდიაში ჩასულმა ასევე უარი თქვა იახტით მოგზაურობაზე და იახტას ველოსიპედი არჩია. გასული წლისგან განსხვავებით, რუსი მილიარდერი წელს ნამდვილად მოკრძალებულად ისვენებს. ბრიტანულიტელეგრაფის" ცნობით, გასულ წელს რომან აბრამოვიჩმა ისრაელში, კურორტ მიცპე რამონზე გაატარა, სადაც ერთ-ერთი ადგილობრივი სასტუმროს ყველა - 111 ნომერი რამდენიმე დღით დაჯავშნა, რის სანაცვლოდაც 300 ათასი ფუნტი გადაიხადა.




აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა შვებულების დროს გოლფის თამაშია. გავრცელებული ინფორმაციით, წლევანდელი ზაფხულის გატარებას ბარაკ ობამა ჰავაიში გეგმავს, სადაც გაპრეზიდენტების შემდეგ, თითქმის ყოველი საშობაო და საზაფხულო არდადეგების დროს ოჯახთან ერთად ჩადის. ბოლო 6 წლის განმავლობაში ჰავაიზე დასვენება ობამების ოჯახს დაახლოებით 4 მილიონი დოლარი დაუჯდათ.




მაიკროსოფტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი პოლ ალენი მალიბუდან მოშორებით, საკუთარ კუნძულზე დასვენებას ამჯობინებს. კუნძული ამერიკელმა მილიარდერმა რამდენიმე წლის წინ შეიძინა და მასზე 25 მილიონ დოლარად ღირებული სახლში აიშენა. სახლში ხუთი საძინებელი, რამდენიმე აუზი, კინოთეატრი, სპორტული დარბაზი და უზარმაზარი აბაზანა აქვს, რომელიც როგორც ამბობენ, მანჰეტენზე განთავსებული სტანდარტული ზომის ბინის ტოლია.




პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი ბილ გეიტსი, რომელიც მილიონობით დოლარს ხარჯავს ქველმოქმედებაზე, დასვენებას სამშობლოში ამჯობინებს. ბოლო შვებულება მაიკროსოფტის" დამფუძნებელმა ფლორიდას შტატის ქალაქ ველინგტონში გაატარა, სადაც 600 ათას დოლარად იჯარით აიღო სახლი.



წყარო - bpn.ge 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016