უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნავს, რომ კმაყოფილია სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული საკადრო ცვლილებებით. მჟავანაძე კახიშვილს კიდევ უფრო დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებს. მჟავანაძე დარწმუნებულია, რომ გიორგი მღებრიშვილის მინისტრობის პერიოდში შსს- ში არსებული პრობლემები მოგვარდება.
„კახა კახიშვილი არის ადამიანი, რომელიც საზოგადოების საკმაოდ დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, მე არ მეგულება ადამიანი რომელიც მას უარყოფითად შეაფასებს. ის სასიკეთო ცვლილებები, რაც სასჯელაღსრულების სამინისტროში განხორციელდა დიდწილად მისი დამსახურებაა. კახა კახიშვილი არის მაღალკვალიფიციური პიროვნება. დარწმუნებული ვარ ეს თანამდებობა მისთვის ბოლო არ იქნება და გარკვეული ხნის შემდეგ კიდევ უფრო მაღალ თანამდებობებს დაიკავებს.
„მინდა კმაყოფილება გამოვთქვა გიორგი მღებრიშვილის დანიშვის თაობაზე. ის საკმაოდ მაღალკვალიფიციური კადრია, მან ყველაზე პრობლემატურ სამინისტროში ხარვეზების გარეშე იმუშავა. დარწმუნებული ვარ შსს-ში ის პრობლემები, რაც ჯერ კიდევ არსებობს და საზოგადოებას აწუხებს, მღებრიშვილის მინისტრობის პერიოდში აღმოიფხვრება",-აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.