reportiori.ge - ქვეყნები, საიდანაც საქართველოში სუნამოები შემოაქვთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 11:37
სხვადასხვა
ქვეყნები, საიდანაც საქართველოში სუნამოები შემოაქვთ
ავტორი:
02 აგვისტო, 2015. 19:08



სუნამოებისა და ტუალეტის წყლის იმპორტში პოლონეთიდან შემოტანილ პროდუქციას ერთი-მესამედი უკავია. როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში bpn-ს განუცხადეს, 2015 წლის პირველ ნახევარში საქართველოში შარშანდელთან შედარებით პოლონური სუნამოების იმპორტი 56%-ით გაიზარდა და 165,1 ტონა შეადგინა, მისმა ჯამურმა ღირებულებამ კი 2 მილიონ 189 ათას დოლარს მიაღწია. მეორე ადგილი 98,6 ტონით ჩინეთმა დაიკავა, საიდანაც 624 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა.



მესამე ადგილზე არაბთა გაერთიანებული საემიროებია, თუმცა, როგორც ჩანს, იმპორტიორები არაბებს წელს ნაკლებად სწყალობდნენ: იმპორტი 2014 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 12%-ით შემცირდა და 94,2 ტონა შეადგინა, საერთო ღირებულება კი 1 მილიონ 61 ათასი დოლარით განისაზღვრა.



სურნელოვანი პროდუქციის იმპორტი წელს უკრაინიდან 11%-ით შემცირდა - 42,9 ტონამდე (სულ 739 ათასი დოლარის ღირებულების).  თითქმის გაორმაგდა, მაგრამ მაინც მცირეა სუნამოების რეალიზაცია ესპანეთიდან - იმპორტმა 24 ტონა, ხოლო თანხამ კი მილიონ 210 ათასი დოლარი შეადგინა.  აღსანიშნავია, რომ წელს საფრანგეთიდან მხოლოდ 16,3 ტონა სუნამო და ტუალეტის წყალი შემოიტანეს, თუმცა, მისი ღირებულება მილიონ 230 ათასი დოლარით განისაზღვრა, ანუ ლიტრზე საშუალოდ, 75,5 დოლარი შეადგინა (შედარებისთვის პოლონური იმპორტის საშუალო ღირებულება ერთ ლიტრზე 13,3 დოლარია, არაბულზე - 11,3 დოლარი, ჩინურზე კი - 6,3 დოლარი).



წყარო - bpn.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016