reportiori.ge - მას სურდა შეემოწმებინა, უყვარდა თუ არა ცოლს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 11:33
სხვადასხვა
მას სურდა შეემოწმებინა, უყვარდა თუ არა ცოლს...
ავტორი:
03 აგვისტო, 2015. 00:10



ერთ კაცს სურდა შეემოწმებინა, უყვარდა თუ არა ცოლს და მისწერა გამოსამშვიდობებელი წერილი, თითქოს ტოვებდა. ბარათი ტუმბოზე დადო, თვითონ კი საწოლის ქვეშ შეძვრა და ცოლს დაელოდა.


ქმარს ესმოდა, რომ ეს ცოტა ბავშვური საქციელი იყო, მაგრამ სურდა სცოდნოდა, რას გრძნობდა მის მიმართ ცოლი. იმედი ჰქონდა, დაინახავდა, როგორ დადარდიანდებოდა ცოლი, დაიწყებდა ტირილს, დარეკავდა ნაცნობებთან...


როცა ცოლი, ბოლოს და ბოლოს დაბრუნდა სახლში, დაინახა ბარათი და წაიკიტხა. რამდენიმეწუთიანი მდუმარების შემდეგ კალამი აიღო და წერილში რაღაც მინაწერების გაკეთება დაიწყო. მერე ტანსაცმელი გამოიცვალა, თან მხიარულ მელოდიებს ღიღინებდა და ნარნარით ცეკვავდა. უფრო ბედნიერი ჩანდა, ვიდრე დადარდიანებული ან დათრგუნული.

ქმარი გაოგნებული უყურებდა. მაგრამ ყველაფერი სულ უფრო და უფრო უარესდებოდა.


ცოლი ტელეფონთან მივიდა და ნომერი აკრიფა. ქმარმა ყური დაუგდო, როგორ ელაპარაკებოდა ცოლი ვიღაცას:


-გამარჯობა, ძვირფასო. უკვე გავემზადე და მოვდივარ შენკენ. რაც შეეხება იმ სულელს, ბოლოს და ბოლოს, ამოვუყვანე ყელში და წავიდა. ან როგორ გავყევი ასეთს? სამწუხაროა, რომ უფრო ადრე არ შევხვდით ერთმანეთს. შევხვდებით, საყვარელო!


ყურმილი დადო და ოთახიდან გავიდა.


მცირე ხნის შემდეგ ქმარმა გაიგონა, როგორ გაიღო და დაიკეტა კარი. - ცოლი გავიდა... თვალცრემლიანი ქმარი გამოძვრა ლოგინიდან და ბარათს დასწვდა. აინტერესებდა, რა მიაწერა ზედ ცოლმა.


აცრემლებულმა წაიკითხა: "შენს ფეხებს ვხედავ, ლოგინის ქვეშ ჩანს... მაღაზიაში გავდივარ, პურზე..."



წყარო: mshoblebi.ge



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016