reportiori.ge - ვინ იყო ზემელი?...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 11:23
სხვადასხვა
ვინ იყო ზემელი?...
ავტორი:
03 აგვისტო, 2015. 03:20



რუსთაველის გამზირისა და ვერის დაღმართის კუთხეს დღემდე  „ზემელად"  მოიხსენიებენ და  ბევრმა, შესაძლოა, არც კი იცის, თუ ვინ იყო ზემელი.


ევგენი ზემელი აფთიაქარი და ჰომეოპათიური აფთიაქის მფლობელი გახლდათ. აფთიაქი ოლგას ქუჩისა და ვერის დაღმართის კუთხეში მდებარეობდა. არსებობს მცდარი ვერსია, რომ თითქოს ეს აფთიაქი მელიქ-აზარიანცის  „შემოსავლიანი სახლის"  პირველ სართულზე იყო განთავსებული. მეცხრამეტე საუკუნის თბილისში სააფთიაქო ბიზნესით ძირითადად გერმანელები იყვნენ დაკავებული: ევგენი ზემელი, ფერდინანდ ოტენი, ფლორა შენბერგი, ფრიც გლეზერი, ენგელბრეჰტ შენგარდი და სხვები. ზემელსა და ოტენს სამი აფთიაქი ეკუთვნოდათ, სულ კი 1912 წლისთვის თბილისში 23 აფთიაქი და 30 სააფთიაქო მაღაზია ფუნქციონირებდა. ცნობილი ფაქტია, რომ ზემელი ფულს უხდიდა ტრამვაის ვატმანებს, რათა გაჩერებისას მათ ხმამაღლა დაეძახათ: ზემელის აფთიაქი!"


მეოცე საუკუნის 70-იან წლებში, სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ზემელის აფთიაქი დაანგრიეს, თუმცა სახელი „ზემელი" ამ ადგილს დღემდე შემორჩა.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016