reportiori.ge - ამირან გიგუაშვილი: კახა კახიშვილის დანიშვნა იძლევა იმედს, რომ სისტემა კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:42
პოლიტიკა
ამირან გიგუაშვილი: კახა კახიშვილის დანიშვნა იძლევა იმედს, რომ სისტემა კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდება
03 აგვისტო, 2015. 11:55


პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარემ ამირან გიგუაშვილმა განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების მინისტრად კახა კახიშვილის დანიშვნა იძლევა იმედს, რომ პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა უფლებების დაცვის ახლებური სტანდარტები დამკვიდრდება.


 

სამწუხაროდ ყოველთვის, როგორც საბჭოთა, ისე შემდგომ პერიოდში, პენიტენციალური სისტემა ჩვენს ქვეყანაში იყო არა პატიმართა რესოციალიზაციის, არამედ ადამიანთა ტანჯვის, წამების და ღირსების შემლახავდაწესებულება. სისხლის სამართლის კოდექსის 39-მუხლში პირდაპირ წერია, რომ სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, თუმცა ეს მხოლოდ ქაღალდზე დაწერილ ლამაზ სიტყვებად რჩებოდა.

სწორედ საზოგადოებაში ხელახალი ინტეგრაციის პროგრამების არ არსებობამ გამოიწვია ის უკუეფექტი, რაც 2012 წლის მასობრივ ამინისტიას მოჰყვა, როდესაც გათავისუფლებულ პატიმართა დიდმა ნაწილმა ხელახალი დანაშაული ჩაიდინა, ნაწილი კი ამჟამადაც საჭიროებს სრულფასოვან ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.

არც ერთი ხელისუფლება ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ნოვაციით არ გამოირჩეოდა და სისტემის მართვის მხოლოდ ორ პრიმიტიულ გზას ირჩევდა. შევარდნაძის ეპოქაში მთავრობამ ციხეები ქურდულ სამყაროს მიანდო, ნაციონალური ხელისუფლებამ კი იქ პოლიციურ-სადისტური რეჟიმი დაამყარა. სწორედ ამ ორ უკიდურესობას შორის არის მოსაძებნი ოქროს შუალედი, რასაც იმედია, რომ სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი შეძლებს, მისი წარსული უფლებადაცვითი საქმიანობის და მაღალი საზოგადოებრივი ნდობის გათვალისწინებით. ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ოცნების ხელისუფლების მოსვლის დღიდან, არსებითად გაუმჯობესდა მდგომარეობა საპატიმრო დაწესებულებებში, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ სისტემა კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდება და ამ პროცესში არასამთავრობო სექტორი აქტიურად იქნება ჩართული", - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016