reportiori.ge - ანაკლიაში, მეოთხე დღეა ელექტრონული მუსიკის ფესტივალი მიმდინარეობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:05
კულტურა
ანაკლიაში, მეოთხე დღეა ელექტრონული მუსიკის ფესტივალი მიმდინარეობს
ავტორი:
03 აგვისტო, 2015. 12:01


ანაკლია ელექტონული მუსიკის პირველ ფესტივალს მასპინძლობს - 31 ივლისს Gem Fest-ი Armin Van Buuren-მა გახსნა. Armin van buuren მსოფლიოში, ტრანსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. წარდგენილი იყო „გრემზე". მას მრავალი მუსიკალური ჯილდო აქვს აღებული. მუსიკოსმა სცენაზე გასვლამდე კომენტარი გააკეთა:


„ძალიან მომწონს ქართველები. საქართველოს ვიცნობ, მაგრამ აქ ბევრი მეგობარი არ მყავს. 6000 კომპოზიცია ჩამოვიტანე და ვეცდები, ქართულ პუბლიკას საუკეთესო შევთავაზო", - განაცხადა მუსიკოსმა.

 

 

სამი საათის  განმავლობაში Armin van buuren-ის მუსიკა მთელს ანაკლიაში ისმოდა.

 

 

ამავე დღეს მთავარ სცენაზე უკრავდნენ უცხოელი და ქართველი შემსრულებლებიც - EVOL WAVES, NUERA, W&W  და SUNNERY JAMES & RYAN MARCIANO.


ფესტივალი მსოფლიო დონის დიჯეებს უმასპინძლებს, მათ შორის ქართველი მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას. სპეციალურად ფესტივალისთვის ანაკლიაში 5 სცენა და კარვების ქალაქი მოეწყო.


როგორც Gem Fest-ის ორგანიზატორი გიორგი სიგუა აცხადებს, ფესტივალმა მოლოდინს გადააჭარბა: „ეს იყო მთავრობის, კერძო სექტორის, ახალგაზრდების გაერთიანება, რითიც ძალიან მაგარი ბრენდი მივიღეთ!"


ფესტივალის პირველ საღამოზე გრანდიოზული ფეერვერკი გაუშვეს, რომელიც 15 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა.


ფესტივალზე გაყიდული თითო ბილეთიდან, ერთი ლარი სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება. Gem Fest 7 აგვისტოს დასრულდება. 

 

 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016