reportiori.ge - თენგიზ არჩვაძე იუბილარია - საქართველოს დამსახურებული არტისტი 83 წლის გახდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:58
კულტურა
თენგიზ არჩვაძე იუბილარია - საქართველოს დამსახურებული არტისტი 83 წლის გახდა
ავტორი:
03 აგვისტო, 2015. 15:30


საქართველოს დამსახურებული არტისტი თენგიზ არჩვაძე დღეს 83 წლის გახდა.


თენგიზ გრიგოლის ძე არჩვაძე დაიბადა 1932 წლის 3 აგვისტოს, თბილისში.


1956 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მუშაობა საიწყო კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში.


1967-იდან მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში, 1973 წლიდან - მარჯანიშვილის სახელობის თეატრში.


მან ითამაშა კონოფილმებში: "კეთილი ადამიანები" (თამაზი, 1961), "ერთი ცის ქვეშ" (ზაზა, 1961), "ხევისბერი გოჩა" (გუგუა, 1964), "ხევსურული ბალადა" (იმედა, 1965), "მე ვხედავ მზეს" (დათიკო, 1965), "26 კომისარი" (ალიოშა ჯაფარიძე, აზერბაიჯანფილმი, 1966), "ვედრება" (ალუდა ქუთელაური, 1967), "ჯვარცმული კუნძული" (გიორგი, 1968), "დიდოატატის მარჯვენა" (არსაკიძე, 1969), "ანარეკლი" (ჯაბა იმედაძე, 1972), "დათა თუთაშხია" (მუშნი ზარანდია, 1977; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1981), "წიგნი ფიცისა" (მეფე ალექსანდრე და ერეკლე II, 1983; რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემია, 1985) და სხვა.


არჩვაძის ეკრანული სახეები გამოირჩევიან მხატვრული დამაჯერებლობით, მდიდარი შინაგანი სამყაროთი, დაძაბული სულიერი ცხოვრებით. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.



რეპორტიორი" ულოცავს ბატონ თენგიზს დაბადების დღეს. უსურვებს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს!


 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016