ეს ფოტოები აღებულია 1986 წელს გამოცემული წიგნიდან „საბჭოთა საქართველოს არქიტექტურა". აქ გამოსახულია თბილისის განაშენიანების პროექტის მაკეტები. უნდა ვაღიაროთ, რომ 70-80-იან წლებში ადგილის განაშენიანებას უფრო სერიოზულად და პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ვიდრე დღეს. სამწუხაროდ ეს პროექტები ასევე დარჩა მაკეტებად, ზოგი მათგანი ქართველი არქიტექტორების ფანტაზიის ნამდვილი შედევრია.
სამწუხაროა, რომ დღევანდელი ქართული არქიტექტურა, თუნდაც 30 წლის წინანდელის უღიმღამო აჩრდილია:
1) 1976 წელი, მეტროპოლიტენის სადგური „ავჭალის გზატკეცილი";
2) საცხოვრებელი სახლები ვარაზის ხევში;
3) ბაგების რაიონის პროექტი;
4) მონადირის სახლის პროექტი 1984 წ.;
5) საცხოვრებელი სახლი მდინარე ვერეს ხეობაში;
6) ლოჭინის ხევის პროექტი;
7) 1985 წ. მარჯანიშვილის ქუჩის რეკონსტრუქციის პროექტი;
8) მდ. მტკვრის სანაპიროს რეკონსტრუქციის პროექტი;
9) ქორწინების სახლის განხორციელებული პროექტი;
10) ისევ მარჯანიშვილის ქუჩის რეკონსტრუქციის პროექტი;
11) უნივერმაღი „ბავშვთა სამყარო" სადგურის მიმდებარე ტერიტორია.
12) კიდევ ერთი ბაგები;
13) მეტრო „ვარკეთილი";
14) გმირთა მოედნის რეკონსტრუქცის გეგმა. ალბათ გასაგებია საიდან მოიტანა უგულავამ უკვე განხორციელებულდი პროექტი;
15) მეცნიერებათა აკადემიის ქალაქი-დასახლება;
16) აი ასეთი შეიძლება ყოფილიყო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია;
17) დიღმის რაიონი;
18) ფონიჭალა;
19) „ბავშვთა სამყარო" და „თბილგვირაბმშენის" შენობა;
20) პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომპლექსი;
21) რიყის განაშენიანების გეგმა;
22) არქიტექტორ თუხარელის თბილისის აეროპორტის პროექტი.
სამწუხაროდ, ამ პროექტების დიდ უმრავლესობას განხორციელება არ ეწერა, არადა, ბევრი მათგანი უდავოდ დაამშვენებდა თბილისს.
სპეციალურად საიტისთვის
თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ