რეგიონები
ქედაში ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
04 აგვისტო, 2015. 13:47
ქირურგ ფრიდონ სირაბიძის განცხადებით, ქედაში ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში, პოლიტრავმით მიიყვანეს.
„მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაში შემოიყვანეს. აღენიშნებოდა პოლიტრავმა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი სხვადასხვა ორგანოების დაზიანება, ტრავმული შოკი. დაწყებული იყო რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტს მუცლის ღრუს, გულმკერდისა და მენჯის მიდამოების ტრავმები ჰქონდა. გამოძახებული იყო რეანიმაციული ბრიგადა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ მოხერხდა", - განაცხადა სირაბიძემ.
ქედაში დღეს „პიკაპის" ტიპის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაღლობიდან გადავარდა. ავარიის დროს ორი მოზარდი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57