reportiori.ge - "იმედი ნუ გექნებათ, რომ ჯანმრთელობას ექიმი გაჩუქებთ" - 7 ოქროს წესი ლეგენდარული ექიმისგან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 11 ნოემბერი, 2024. 04:00
სხვადასხვა
"იმედი ნუ გექნებათ, რომ ჯანმრთელობას ექიმი გაჩუქებთ" - 7 ოქროს წესი ლეგენდარული ექიმისგან
ავტორი:
04 აგვისტო, 2015. 14:33


ნიკოლაი ამოსოვს მედიცინის ლეგენდას უწოდებდნენ. ის კარდიოქირურგი გახლდათ და შესაბამისად, რკინის ნერვები და ბრძოლა სიცოცხლისთვის მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. ბრწყინვალე ექიმი თავის პაციენტებს ასწავლიდა, თუ როგორ გამოეყენებინათ მედიცინა ისე, რომ დიდხანს და ბედნიერად ეცხოვრათ. სწორედ მან გამოიგონა გულის ხელოვნური სარქველი, რითაც კარდიოქირურგია სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა.


ის მეორე მსოფლიო ომის დროს მოღვაწეობდა და მისი 5-კაციანი ბრიგადის ხელში 40 ათასამდე დაჭრილმა მეომარმა გაიარა.


თავისი პროფესიული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება მან წიგნში აღწერა. გთავაზობთ გამოცდილი ექიმის 7 ოქროს წესს.


1. იმედი ნუ გექნებათ, რომ ჯანმრთელობას ექიმი გაჩუქებთ

 

საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხი თავად უნდა აგოთ. ექიმი დაავადებას კურნავს, ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობა კი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. წესიერად იკვებეთ, ივარჯიშეთ და ნორმალურად იძინეთ - მხოლოდ ესაა, რითაც დაავადებებისგან თავს დაიცავთ.


2. დაღლა, სიცივე, შიმშილი - საუკეთესო მფარველები


არასოდეს დაიზაროთ ფიზიკური დატვირთვა. სხეული უნდა მიაჩვიოთ, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ დატვირთვას. წნევა და პულსი რომ ყოველთვის ნორმაში იყოს, ვარჯიში აუცილებელია. დაღლა, სიცივე, შიმშილი - გასაკაჟებლად ეს საუკეთესო მეთოდებია.

 

3. გაუფრთხილდით იმ რეზერვს, რასაც ჯანმრთელობა ჰქვია


ყველა ადამიანი ერთნაირი რეზერვებით იბადება, რომლებიც ორგანიზმს დაავადებებისგან იცავენ. ამ რეზერვებს თავად ვამცირებთ და ვასუსტებთ ჩვენი არასწორი ცხოვრებით.



4. რაციონალურად მიუდექით კვებას

 

საკვები რაც შეიძლება ნაკლებცხიმიანი უნდა იყოს. დღის განმავლობაში აუცილებლად იმოძრავეთ, ფეხით იარეთ. თავის ხელში აყვანაც ისწავლეთ. ცხოველები აგრესიას სირბილით ან ჩხუბით გამოხატავენ. ადამიანები ვერ მოიქცევიან ასე. როცა განერვიულებული ხართ, ეცადეთ ვარჯიშით მოიოხოთ გული. ფიზიკური დატვირთვა სისხლში ადრენალინს შეამცირებს.


 

5. რატომ ავადმყოფობენ ხშირად ადამიანები?

 

დაავადება სუსტმა ნებისყოფამაც იცის. ცხოვრების ჯანსაღ წესს ნებისყოფა და სიბეჯითე სჭირდება. ასეთ ადამიანებს კი იშვიათად ნახავთ დღეს, ისევე როგორც ჯანმრთელ ადამიანებს.



6. ქვეყანაზე ძალიან ბევრი ცუდი ექიმია

 

მსუბუქი დაავადებები თავისითაც გაივლის, ექიმის ჩარევის გარეშე. არსებობენ ექიმები, რომლებიც ბოლომდე გულწრფელნი არ არიან პაციენტებთან და სხვის უბედურებაზე ხელის მოთბობა სურთ. ზოგიერთი არაპროფესიონალია და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად ცოდნა და გამოცდილება არ ჰყოფნის. ნუ დაივიწყებთ, რომ ექიმიც ადამიანია - შეიძლება არამზადაც აღმოჩნდეს და შეცდომაც მოუვიდეს.


 

7. თუ გაგიმართლა და კარგი ექიმის ხელში მოვდით, გაუფრთხილდით მას


კარგ ექიმს ოქროს ფასი აქვს. ამიტომ გაუფრთხილდით, ადვილად ნუ გაიმეტებთ გასალანძღად. ის, ვინც თავის პროფესიას ერთგულად ემსახურება, პატივისცემას იმსახურებს.




წყარო: mshoblebi.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016