reportiori.ge - უხელფეხო პროფესორი, ნიკ ვუიჩიჩი მეორე შვილს ელოდება… (ფოტორეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 11 ნოემბერი, 2024. 03:44
სხვადასხვა
უხელფეხო პროფესორი, ნიკ ვუიჩიჩი მეორე შვილს ელოდება… (ფოტორეპორტაჟი)
ავტორი:
05 აგვისტო, 2015. 02:05


 

ნიკ ვუიჩიჩს მთელი მსოფლიო იცნობს. უხელფეხო ადამიანი ახერხებს, იყოს ყველაზე ბედნიერი და სხვებსაც ასწავლოს ეს.


როგორც ჰყვება ხოლმე, ბავშვობაში ძალიან განიცდიდა თავის უნარშეზღუდულობას, მაგრამ მერე ისწავლა ამით ცხოვრება. დღეს ის ცნობილი ორატორი და მქადაგებელია, ლექციებს კითხულობს მსოფლიო მასშტაბით და გარშემო მყოფებს უზიარებს თავის გამოცდილებას, ასწავლის ადამიანებს, როგორ უნდა იცხოვრონ ისე, რომ არაფერმა შეუშალოთ ხელი ბედნიერებაში. ძირითადად ახალგაზრდებსა და ბავშვებს მიმართავს, განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთ, რომელთაც მოუწოდებს, ცხოვრების აზრი იპოვონ და საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად განავითარონ. ვუიჩიჩი მორწმუნე ქრისტიანია და თავისი რწმენის შესახებაც ხშირად საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ სრულფასოვანი კიდურები არ აქვს, მოახერხა, რომ ესწავლა თავისი არასრულყოფილი კიდურებით გადაადგილება, ცურვა, სკეიტზე სრიალი, კომპიუტერზე თამაში და წერა. დღეს 31 წლისაა და გაცილებით მეტს მიაღწია, ვიდრე მასზე ორჯერ მეტი ასაკის თუ შესაძლებლობების ადამიანებს მიუღწევიათ. პირადი ცხოვრებაც აეწყო. მისი პოზიტიური ბუნება, მებრძოლი ხასიათი და სიცოცხლის ხალისი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მშვენიერი კანაე მიაჰარა მოეხიბლა.


ამ ქალბატონზე ნიკოლასმა 2012 წელს იქორწინა. ერთ წელიწადში წყვილს ვაჟი გაუჩნდა - კიეში ჯეიმს ვუიჩიჩი. ნიკი ძალიან კარგი მამაა, ახლა კი მეორე შვილსაც ელოდება და მსოფლიოს უზიარებს თავის ბედნიერებას.

 

 

 

 

წყარო: mshoblebi.ge

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016