ახალგაზრდა შემსრულებელი და კომპოზიტორი ნიკა ნიკვაშვილი, რომელიც რამდენიმე წელია მოსკოვში მოღვაწეობს „რეპორტიორთან" მისი შემოქმედების შესახებ საუბრობს. საქართველოს სახალხო არსტისტის, ბიძინა კვერნაძის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე და სამაგალითო სტუდენტი რამდენიმე ხნის წინ პარიზის კონსერვატორიაში ჩაირიცხა, თუმცა საფრანგეთში სწავლის გასაგრძელებლად ფინანსური რესურსი სჭირდება, ვინაიდან იქ მუშაობის დრო აღარ ექნება.
ნიკა ნიკვაშვილი საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრას იხსენებს...
„სანამ ბატონი ბიძინა ცოცხალი იყო, ხშირად მივყვებოდი საპატრიაქროში. ძალიან მიყვარს ის გარემო, ატმოსფერო. მაგრამ ერთი შეხვედრა მახსოვს. მისული ვიყავი სტუმრად. ვფიქრობ, არ მიცნობდა უწმინდესი. მთხოვა, დაუკარიო. რომ მოვრჩი დაკვრას, მოვიდა, სამაჯური მაჩუქა, ჩემი ხელები ნახა და მითხრა - ძალიან მაგონებს რახმანინოვის თითებს და ვფიქრობ, ისეთივე წარმატებული იქნები, როგორიც რახმანინოვიო."- აღნიშნავს კომპოზიტორი „რეპორტიორთან" საუბარში.
http://reportiori.ge/?menuid=74&id=73293&lang=1