reportiori.ge - "роспотребнадзор"-მა ქართული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხი დაიწუნა - სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:10
ეკონომიკა
"роспотребнадзор"-მა ქართული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხი დაიწუნა - სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტება
ავტორი:
05 აგვისტო, 2015. 11:08


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო „роспотребнадзор" -ის განცხადებას პასუხობს:


„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო „роспотребнадзор" -ის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც რუსეთის ფედერაციაში საექსპორტო ღვინის კონტროლის მექანიზმი არადამაკმაყოფილებლადაა შეფასებული, განმარტავს:


სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი  უწყებები დაინტერესდნენ  განცხადებაში მითითებული პროდუქცის კონკრეტული  შემთხვევით,  დაიწყეს  საკითხის შესწავლა და დამატებით დეტალებში გარკვევა. 


სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ ქართული ღვინისა და  ალკოჰოლური სასმელების ხარისხი მკაცრად კონტროლდება და მოწმდება  შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიებში. ქართული ღვინო ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქციაა და როგორც სახელმწიფო, ასევე მეწარმეები და ექსპორტიორები მაქსიმალურად დაინტერესებულნი არიან პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების  დაცვით.

საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ხორციელდება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი.  2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ექსპორტის მატებაა ისეთ  მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი - 35%, საფრანგეთი 119%, კორეა 221%, აშშ - 20%, გერმანია - 17%, კანადა - 100%, იაპონია - 10%; პოლონეთი 2%, ლატვია - 9%, ესტონეთი - 19%, და სხვა", - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.



შეგახსენებთ, "роспотребнадзор"-ში სააგენტო "რია ნოვოსტის" განუცხადეს, რომ ქართველი მეღვინეები სისტემატურად არღვევენ ტექნოლოგიებს, ქვეყნის მაკონტროლებელი ორგანოები კი, არასაკმარისად აკონტროლებენ გამოშვებულ პროდუქციას.


უწყების ცნობით, 2015 წელს რუსეთში საქართველოს 45 მწარმოებლის მიერ მთლიანობაში 6,7 მილიონი ლიტრი პროდუქცია შევიდა, საიდანაც პროდუქციის 10 პარტია გამოვლინდა (კონიაკი "ძველი კახეთი", "კოლხიდა", "საფერავი"), რომლებიც ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.


მათივე ინფორმაციით, პროდუქციის ყველა პარტია, რომელიც მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, რუსეთის ტერიტორიაზე არ დაუშვეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016