კასპში სასმელი წყლის სისტემისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები რეგიონის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა დაათვალიერა.
კასპის წყალმომარაგების უზრუნველყოფისათვის, სოფელ სამთავისიდან მომავალი ფოლადის მაგისტრალისა და სოფელ მრგვალი ჭალიდან მომავალი აზბოცემენტის მაგისტრალის შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულია ცენტარლური მაგისტრალის 6 000 გრ/მეტრამდე მილის შეცვლა. მშენებლობის პროცესის მიმდინარეობა შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და მის მოადგილესთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი ხორციელდება შპს "გაერთიანებული წყალმომარგების კომპანის" დაფინანსებით, რომლის ღირებულება შეადგენს 1 899 970 ლარს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კასპის მოსახლეობას გაუუმჯობესდება სასმელი წყლის მიწოდება.
გუბერნატორმა ასევე მოინახულა იგოეთი-კასპი ახალქალაქის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ1-კმ 6.5 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტს ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გზების დეპარტამენტი, რომლის ჯამური ღირებულებაც შეადგენს 4 555 000 ლარს, ჯამში დაიგება 6.5 კმ გზა და ასევე ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყობა.