კასპში ახალი სპორტული კომპლექსი შენდება - კომპლექსის მშენებლობის პროცესი კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა დაათვალიერა.
მშენებლობა 2016 წელს დასრულდება და კასპის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ახალი, თანამედროვე სტანდარტებითა და სპორტული ინვენტარით აღჭურვილი სპორტული კომპლექსით ისარგებლებს.
გუბერნატორის განცხადებით, კომპლექსში მოეწყობა მოეწყობა წრიული საჭიდაო დარბაზი, ფიტნესისა და კალათბურთის დარბაზები, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა, ასევე მოხდება ძველი სასტუმროს შენობის რეაბილიტაცია.
პროექტს ღირებულება შეადგენს 1 598 732 ლარს, რომელიც ხორციელდება სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის და კასპის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით. სამუშაოებს შპს ,,ბლოკჯორჯია" ახორციელებს.