reportiori.ge - „ტაშტი გასკდა ხმა გავარდა!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:38
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„ტაშტი გასკდა ხმა გავარდა!“
06 აგვისტო, 2015. 20:21


"ტაშტი გასკდა ხმა გავარდა!"

(ქალაქური ფოლკლორიდან)


ფეისბუკი დუღს და გადადუღს ნარმანიას განცხადების გამო, "შუშის ხიდის" ბედთან დაკავშირებით...


პირველი შთაბეჭდილება: მართლაც, ვერ არის დროული და ბრძნული განცხადება! არც ფორმით, არც შინაარსით და არც დროულობის თვალსაზრისით.


პირველი, რამაც ფიქრად გამიელვა იყო შეკითხვა: რა დროს ეს არის?!.. მეორე: მხოლოდ მტერს შეეძლო ნარმანიასთვის ასეთი საჩუქრის გაკეთება  ახლააა!!!


სწორედ, ახლააა!!!


არადა, ვგონებ, მთლად ასეთი,  რბილად რომ ვთქვა, "გარეკილი" არ უნდა იყოს!


ჰოდა, გადავამოწმე (რა თქმა უნდა, არა სამედიცინო კუთხით):  მართლა თუ თქვა, თანაც  როდის, სად და რატომ "წამოაყრანტალა" ასე?!


გადავამოწმე და... უკან მიმაქვს ჩემი არცთუ ტკბილი სიტყვა-შეფასებები!


დღესავით ნათელი გახდა: შემოგდებულია ეს თემა... პროფესიულად!.. დროულად-საერთო, მათ შორის ოდესის ფონის გათვალისწინებით, რომ გადაამოწმოთ, თქვენთვისაც ყველაფერი (!!!!) თავის ადგილზე დადგება. ყოველნაირად!


თავად განსაჯეთ.  აი, საწყისი მასალა:


"დავით ნარმანია - "არ ვიცი შუშის ხიდს რა ვუყო"


16:01 05.08.2014


თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში არქიტექტურული სახის სიახლეები იგეგმება.


ეს განცხადება თბილისის მერმა საკრებულოში, მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებისას გააკეთა.


ნარმანიას თქმით, შესაძლოა უკვე აშენებული პროექტებიც გადაადგილებას დაექვემდებაროს...


,,ის რაც მარტივი გადასატანია, ისეთი როგორიცაა ველოსიპედი, ამას მარტივად მოვუვლით, მაგრამ არ ვიცი რა ვუყოთ შუშის ხიდს. მე ხიდის დანგრევა შეუძლებლად მიმაჩნია. ამ საკითხზე გადაწყვეტილება საკრებულოსთან ერთად უნდა მივიღოთ. თუ ხიდის გადატანა სხვა ტერიტორიაზე შეუძლებელი იქნება, სამწუხაროდ, დედაქალაქს 9 წლიანი მმართველობიდან კიდევ ერთი დაღი დარჩება",-განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

(http://www.newspress.ge/politika/48680-davith-narmania-ar-vici-shushis-khids-ra-vuyo.html)

თარიღს დააკვირდით: 2014 წლის 5 აგვისტო, ანუ, ზუსტად ერთი წლის წინ!!!!


როგორი დამთხვევაა?


ახლა ის ვნახოთ, თუ სად განაცხადა ნარმანიამ ეს? სად და თბილისის საკრებულოს სხდომაზე!


მიზეზი: საკრებულოს წარედგინა დედაქალაქის ახალი მთავრობა და სამოქმედო გეგმა.


ვიხსენებ: იმ დღეებში ჯერ კიდევ არ იყო "ჩამქრალი" საარჩევნო ვნებათაღელვა და ერთი "მწვავე" საკითხი ძეგლების შესაძლო გადატანა და, ეს ე.წ. "შუშის ხიდი" გახლდათ. ჰოდა, დაუსვეს კიდეც შეკითხვა ქალაქის თავს: რას უპირებო მაგ ხიდს?



ადგა ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უპასუხა, არ ვიცი რა უნდა ვუყოო... თქვენთან ერთად ვიფიქროთ და გადავწყვიტოთო!



აქ პატარა პაუზა უნდა გავაკეთო და ისიც შეგახსენოთ, რომ ნარმანიას გულწრფელი მოსაზრება მხოლოდ "შუშის ხიდთან" დაკავშირებით არ გამოუთქვამს... იქ "ველოსიპედზეც" იყო საუბარი, რესპუბლიკის მოედანს რომ "ამშვენებს". მაგრამ ამაზე ფეისბუკი დუმს. დუმს იმიტომ, რომ ვინც "შუშის ხიდის" თემა შემოაგდო, იმან ძალიან კარგად უწყის, რომ "ველოსიპედის" თემის გარშემო "ქარიშხალს" ვერ გამოიწვევდა, იმდენად ცალსახაა საზოგადოების დამოკიდებულება ამ "შედევრისადმი".



აი, ეს პუბლიკაციაც:


"ნარმანია:"ველოსიპედი, ასეთი უსახური ძეგლი, შესაძლოა დაიდგას სადმე გარეუბანში"


16:26 2014-08-05


თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით კულტურულ ძეგლებთან დაკავშირებით კომისია იმუშავებს და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს:



„დაისვა კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იყო ჩემი პოზიცია ველოსიპედის გადატანასთან დაკავშირებით, რაზეც მე ვუპასუხე, რომ ასეთი უსახური და გაურკვეველი წარმომავლობის ძეგლი, რომელსაც შეიძლება ძეგლი ვერ დავარქვა, სხვაგან დავდგათ. შესაძლებელია, ის დაიდგას სადმე გარეუბანში. მე პირადად, 9-წლიანი მმართველობის სიმბოლოს გადავიტანდი, რომ დამთვარიელებელს ჰქონდეს საშუალება, ნახოს, როგორი მიდგომები იყო ძეგლებთან და ზოგადად, არქიტექტურასთან დაკავშირებით და მას პატარა ისტორიასაც წავაწერდი. სხვა ძეგლებთან დაკავშირებით კომისია იმუშავებს და ამაზე მე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არ მივიღებ", - განაცხადა ნარმანიამ." (http://newposts.ge/?l=G&id=46698)


როგორც ხედავთ თარიღი, რა თქმა უნდა, იგივეა, რაც "შუშის ხიდთან" არის დაკავშირებული- ზუსტად ერთი წლის წინანდელი! მაგრამ, ამაზე არავითარი რეაქცია!!!!



ისე, გულწრფელად რომ ვთქვათ, მეტი, ან უკეთესი, რა უნდა ეთქვა ნარმანიას?.. ან უფრო ზუსტი დრო და ადგილი როგორ შეერჩია?



არ ვარ მე დიდად აღტაცებული ქალაქის მერიის საქმიანობით, არც ნარმანიას "ფანების კლუბს" მივაკუთვნებ თავს. უფრო მეტიც, ვაკრიტიკებ და კვლავაც გავაკრიტიკებ ქალაქის თავს, საკრებულოს, სხვადასხვა სამსახურებს. ოღონდ, ამ კრიტიკის საფუძველი ღვარძლი, ბოღმა და ნიშნისმოგება კი არ არის და იქნება, არამედ გულშემატკივრობა და ამ ჩვენს მშობლიურ ქალაქში უფრო ორგანიზებული, ლაღი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და სულიერი სიმშვიდით აღსავსე ცხოვრების სურვილი.



და თუ ამას ნარმანია, მისი გუნდი და დღევანდელი მმართველი პარტია ვერ შეძლებს, მოვა დრო და საარჩევნო ყუთში მიიღებენ დამსახურებულ საჩუქარს: მათი უარყოფითი საქმიანობის ჩემეული შეფასების დამადასტურებელ "შავ კენჭს"... ეს იქნება ჩემი განაჩენი!



მანამდე კი...


შემეძლო მეთქვა რასთან(!!!) და ვისთან(!!!) არის დაკავშირებული მორიგი "პიარაქცია", მაგრამ არა მგონია ჩვენი საზოგადოება ისეთი მიუხვედრელი იყოს, რომ ჭირდებოდეს იმის ახსნა, თუ საიდან უბერავს ქარი, რომელსაც, უკაცრავად პასუხია და. "პროვოკაციის სურნელი" დაჰკრავს. იმათ შორის კი, ვინც ამას ვერ გრძნობს, ვფიქრობ, ერთერთი გამორჩეულია მერიის ის სამსახური, რომელსაც საზოგადოებასთან, მედიასთან ურთიერთობის წარმართვა ევალება.



ეს მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევას და ამ კონკრეტულ სტრუქტურას არ ეხება... ნებისმიერი თემა, რომელიც ამ ბოლო დროს ვნებათაღელვის საგანია (მაგ., ელექტროენერგიის გადასახადის მატების პრობლემა, საბანკო ზედამხედველობის ორგანოს გადაადგილების, თუნდაც, "სუპერთასის" ბილეთების განაწილება-გაყიდვის საკითხი და ბევრი სხვ.) არ გამხდარა მოსახლეობისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მიზეზი.



სამწუხაროდ უკვე მყარად ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი აზრი იმის თაობაზე, რომ მოსახლეობის ინფორმირება მთავრობის, სამინისტროების, ადგილობრივი თვითმმართველობის თუ სხვა სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის შესახებ, არამცთუ არ არის პრიორიტეტული ჩინოვნიკების კორპუსისთვის, არამედ ისიც კი, რაც კეთდება იმდენად უსუსური, არაპროფესიული და უშედეგოა, რომ უნებლიედ ჩნდება შეკითხვა: ეს დაუინტერესებლობა და პრიმიტივიზმი შეგნებულად ხომ არ იკვებება?



თუ ეს ასე არ არის, მაშინ რადიკალურად გადასახედია არა მარტო პოლიტ- და "პიარ"-ტექნოლოგიები, არამედ იმ სტრუქტურების პერსონალი ვისაც ამ საქმის წარმართვა და განხორციელება ევალება.  ჩვენი ზერელე გამოთვლით, "პიარსაქმიანობით" დედაქალაქისა თუ რესპუბლიკის საჯარო სტრუქტურებში სულ ცოტა 2 ათასი მაღალანაზღაურებადი "სპეციალისტია" დაკავებული. ვეჭვობ, რომ საზოგადოების  ინფორმირებულობის დონეს რამეს მატებდეს მათი "დაუღალავი" შრომა.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016