reportiori.ge - Terrafugia-მ მფრინავი მანქანის TF-X™-ის მოდელი წარმოადგინა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 11 ნოემბერი, 2024. 03:37
სხვადასხვა
Terrafugia-მ მფრინავი მანქანის TF-X™-ის მოდელი წარმოადგინა...
ავტორი:
06 აგვისტო, 2015. 20:55


 

21-ე საუკუნეში მფრინავი მანქანები მხოლოდ ჰოლივუდის ფილმის ნაწილი არ იქნება.


მოქალაქეები სახლიდან გამოვლენ, ავტოფარეხს მიაშურებენ, სადაც TF-XTM დახვდებათ - მფრინავი მანქანა, რომლის ახალი მოდელიც მწარმოებელმა კომპანია Terrafugia-მ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.


კომპანია მიიჩნევს, რომ სამომავლოდ ეს მანქანა ტრანსპორტირების ყველაზე სრულყოფილი გზა იქნება. ის უპრობლემოდ მოძრაობს ხმელეთზეც, ასაფრენად კი სიჩქარის "აკრეფა" არ სჭირდება. TF-XTM-ის დიზაინი ბენ შვეიჰარტს და ვედრან მარტინეკს ეკუთვნის.



TF-XTM ბევრად უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალება იქნება, ვიდრე თანამედროვე ავტომობილი. მას ავტომატურ რეჟიმში შეუძლია აიცილოს სხვა საჰაერო ტრანსპორტი, ის კომფორტული იქნება ცუდ ამინდში. მფრინავ მანქანას ექნება პარაშუტის სისტემა, რომელიც გაუთვალისწინებელ შემთხვევაში ამოქმედდება და მგზავრს უსაფრთხოდ დასვამს მიწაზე. თუ ოპერატორი (მძღოლი) გარკვეული დროის განმავლობაში უპასუხო რეჟიმში იქნება, TF-XTM უახლოეს აეროპორტში დაჯდება.


მანქანის მართვის სასწავლად საშუალო შესაძლებლობის მქონე მძღოლს 5 საათზე მეტი არ დასჭირდება.


ვარაუდობენ, რომ TF-XTM საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი 8-12 წელიწადში იქნება.



 

 

 




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016