''რუსთავი 2-ის'' მფლობელებს უფლებები შეეზღუდათ. განცხადება საჯარო რეესტრის ვებგვერდზე 6 აგვისტოს თარიღით არის დარეგისტრირებული. ცვლილებების მიხედვით, ტელეკომპანიის პარტნიორ მეწილეებს სასამართლო დავის საბოლოო დასრულებამდე რამდენიმე უფლება აქვთ შეზღუდული, მათ შორის გაცემა, წლიური შედეგების დამტკიცება, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია.
„რეგისტრირდება სამართლებრივი შეზღუდვა: პარტნიორებს ლევან ყარამანიშვილი 22%, გიორგი ყარამანიშვილი 18%, შპს ტელეკომპანია საქართველო 51%, ნინო ნიჟარაძე 9% სასამართლო დავის საბოლოო დასრულებამდე აეკრძალოთ შემდეგი უფლებამოსილებები: საზოგადოების სახელზე არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, საზოგადოების სახელით ვალდებულებების აღება, პროკურის გაცემა, წლიური შედეგების დამტკიცება, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილების შეტანა, პარტნიორებისთვის და დირექტორისათვის (დირექტორატისათვის) საწარმოს მართვისა და ხელმძღვანელობის, ლიცენზიის გასხვისების, ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვის ჩათვლით, თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დირექტორისათვის (დირექტორატისათვის) საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა - უფლებრივად დატვირთვა", - ნათქვამია სარეგისტრაციო განცხადებაში.