reportiori.ge - რუსმა სამხედროებმა აფხაზეთის რკინიგზის დასუფთავება დაიწყეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:09
კონფლიქტები
რუსმა სამხედროებმა აფხაზეთის რკინიგზის დასუფთავება დაიწყეს
ავტორი:
07 აგვისტო, 2015. 14:37


რუსმა სამხედროებმა რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის დასუფთავება დაიწყეს.

აფხაზეთის რკინიგზის ე.წ. სამმართველოს დირექტორის მოადგილე იგორ მარღანიამ განაცხადა, რომ სამხედროები ოჩამჩირიდან ენგურამდე ლიანდაგს ხავსისგან წმენდენ.



მარღანია ვარაუდობს, რომ ლიანდაგს ასუფთავებენ, რათა შემდეგ მისი აღდგენა მოხდეს.  რკინიგზის ეს მონაკვეთი ამ დროისთვის დანგრეულია.


ტრანსპორტის სახელმწიფო სამმართველოს ხელმძღვანელის ზურაბ ხაჯიმბას ინფორმაციით, სარკინიგზო გზა მისი კაპიტალური რემონტისთვის მომზადების მიზნით იწმინდება, რათა აფხაზეთზე სატრანზიტო მატარებელი აღდგეს. მისი თქმით, აფხაზეთში ეს სამხედროები მოულოდნელად გამოჩნდნენ. 


არაოფიციალური ინფორმაციით, რკინიგზის გასუფთავების სამუშაოებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 800 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. 


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016