ვაქვეყნებთ მასალას, რომელიც ნაციონალური სააგენტო ,,ANSA"-ს ჟურნალისტის ჯიორჯიო ნერის მიერაა მომზადებული და მოგვითხრობს თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, 13 ივნისს დატრიალებული სტიქიური უბედურების შესახებ.
2015 წლის 13 ივნისს საქართველოში დატრიალებული ტრაგედია მსოფლიო მასმედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
მოულოდნელად თავდატეხილმა სტიქიამ, რომელიც თავის მასშტაბით უპრეცედენტო იყო, იმსხვერპლა ადამიანები, მათ შორის არიან დაკარგულებიც, გაანადგურა ქალაქის ზოოპარკის ტერიტორია და იმსხვერპლა ნაწილი ბინადარი ცხოველების, ნაწილი კი აღმოჩნდა ვოლიერებს მიღმა და ქალაქის ქუჩებში. სწორედ ამ ტრაგედიის სიმბოლო გახდა თბილისის ქუჩებში ,,მოსეირნე" ბეჰემოტისა და სხვა ცხოველების ფოტოები, რომლებმაც მთელი მსოფლიოს ჟურნალ-გაზეთები მოიარეს.
ეს იყო მძიმე დღეები, რომელებმაც ნათლად წარმოაჩინეს ამ ქვეყნის არსი, რომელიც თავისი ისტორიითა და ფასეულობებით ევროპული ქვეყანაა. მომხდარმა ტრაგედიამ ასევე აჩვენა სამოქალაქო სოლიდარობის, ერთიანობისა და თანადგომის მაგალითი.
საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებმა, პირველადი რეაგირების ჯგუფებმა, კრიზისების მართვის ცენტრის კოორდინირებით შეძლეს ოპერატიულად ემართათ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.
საქართველოს კრიზისების მართვის ცენტრს აქვს საერთო იტალიურ სამოქალაქო თავდაცვის სამსახურთან და არის იტალიური მოდელის მიახლოებული ვარიანტი, რომელიც კრიზისების დროს ახდენს სხვადასხვა უწყებების ოპერატიულ კოორდინირებას.
მოდელი, რომელსაც საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ქვია 2 წლის წინ შეიქმნა და გარკვეულწილად იტალიური სამოქალაქო თავდაცვის ანალოგიცაა, რომელიც იტალიაში მისი არსებობის 30 წელს ითვლის. საბჭოს შექმნისას იტალიელ კოლეგებთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობდა. მეორეს მხრივ, სწორედ ევროპასთან აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს საქართველოს მიერ 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რომლის მე-6 პუნტი -„თანამშრომლობის პოლიტიკა სხვა სფეროებში" ითვალისწინებს ორმხრივ თანამშრომლობას: ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ფინანსური, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის განვითარების, სამეცნიერო და ტექნოლოგიური, დასაქმების პოლიტიკის, ჯანდაცვის, განათლების, მედიის, სპორტის, სამოქალაქო თავდაცვის, კრიზისების მართვის და ა.შ. სფეროების განვითარებასა და ხელშეწყობას ევროკავშირის პროგრამებში ჩართვით.
დღეს თბილისი უბრუნდება ნორმალური ცხოვრების რიტმს. საოცრად ამაღელვებელი იყო იმ მძიმე დღეებში სამოქალაქო საზოგადოების ერთსულოვნება.
ათასობით მოხალისედ ქცეული ახალგაზრდა, სტუდენტი, ქალი მამაკაცი, განურჩევლად ასაკის, რელიგიისა და პოლიტიკური შეხედულებებისა გაერთიანდნენ, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად, რათა დახმარება აღმოეჩინათ გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანებისა და ცხოველებისათვის.
დაუჯერებელ და საშინელ ამბებს ყვებოდნენ სტიიქიის ღამეს მომხდარი ტრაგედიის შესახებ. მათ შორის იყო ჩემი მეგობარი მარკო, რომელიც უნებურად ამ ტრაგედიის ეპიცენტრში მოხვდა.
მარკო, ეს ჩემი იტალიელი მეგობარია, რომელიც თბილისში იმყოფებოდა 13 ივნისის ღამეს, ის იქ თავისი საქმიანობის გამო იყო. მას აქვს სურვილი თბილისში გახსნას პიცერია, სადაც იტალიური სამზრეულო ძალიან დაფასებულია. ქართველ მეგობართან ერთად თბილისთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი დაბიდან დედაქალაქის ცენტრისკენ მიემართებოდა. „ძალიან წვიმდა. რაღაც მომენტში მანქანა გაჩერდა და ირგვლივ უცებ იმატა წყლის ნაკადმა, რომელიც თანდათან იზრდებოდა. წყალმა მანქანის საბურავები დაფარა, მეგობარი ცდილობდა ტელეფონით დაკავშირებოდა დასახმარებლად, მაგრამ უშედეგოდ. მალე მოგვიახლოვდა სამაშველო სამსახურის მანქანა, პოლიცია ცდილობდა გადაეკეტა მოძრაობა ქვემოთა მიმართულებით. ჩვენ საშინელი ღამე გავატარეთ" - ყვება მარკო. - „მხოლოდ დილით კიდევ უფრო გავიაზრეთ სიტუაციის მთელი სიმძიმე, როდესაც შევიტყვეთ მსხვერპლის შესახებაც. ჩვენ გადავრჩით სამაშველო სამსახურების დაუყოვნებელი რეაგირების წყალობით"...
მდინარე ვერეს ადიდების შედეგად მეტად დაზარალებული ადგილები მეორე დილითვე გაივსო მოხალისეებით. მიუხედავად უმძიმესი სტიქიისა იგრძნობოდა კოორდინირება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. დიდი იყო მარკოს გაკვირვება, როდესაც ნახა, რომ სტიქიის ადგილზე უამრავ მოხალისეებთან ერთად მუშაობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მინისტრები. ისინი იქ არ იყვნენ მისულები კამერების წინ პოზიორობისთვის.
,,ეს იყო ფაქტი, რომელსც არაფერი აქვს საერთო იტალიურ რეალობასთან, რომლისაც შეიძლება იტალიელებს მხოლოდ შეგვშურდეს"...
იმ ღამის ტრაგდიას 19 ადამიანი ესხვერპლა 3 კი დაკარგულად ითვლება. ეს პატარა ქვეყანა, რომელიც ძალიან მიმზიდველია ტურისტებისთვის, აქვს განუმეორებელი სილამაზე, უკვე დიდი ხანია მიისწრაფვის და მისი მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია.
ამ პროცესის მაჩვენებელია გასული წლის 27 ივნისს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ევროკავშირთან. საქართველოს აქვს აღებული ვალდებულება მთელი რიგი რეფორმების გასატარებლად. პროცედურები უკვე დაწყებულია, ხოლო ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება უნდა მოახდინოს ევროკავშირში შემავალმა ყველა წევრმა ქვეყანამ.
საქართველოს მთავრობამ განახორციელა მთელი რიგი რეფორმები, რა თქმა უნდა კვლავ არის ბევრი პრობლემა, მათ შორის ყველაზე მთავარი - ტერიტორიული მთლიანობის, მაგრამ იმედით, რომ ყველაფერი მოგვარდება, წინ მიიწევს ეს პატარა ქვეყანა.
http://www.eastjournal.net/georgia-quellalluvione-e-la-protezione-civile-un-poco-italiana/64272