კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორგანიზებით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, გაიმართა რიჰარდ ვაგნერის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი.
საღამოს დაესწრო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი. გალა-კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდის, სიმფონიური ორკესტრის წამყვანმა სოლისტებმა ირინე რატიანმა, კახაბერ თეთვაძემ და ნიკოლოზ ლაგვილავამ, ასევე, მოწვეულმა სოლისტებმა რამაზ ჩიკვილაძემ და ნუგზარ გამგებელმა.
რიჰარდ ვაგნერის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი ფესტივალის „თბილისი 2013- თანამედროვე მუსიკის საღამოები" ფარგლებში იმართება.
ფესტივალი სისტმატურად მასპინძლობს თანამედროვე მუსიკის ექსპერტ-შემსრულებლებს და გამოჩენილ კომპოზიტორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს ფესტივალი ხუთი კომპოზიტორის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს - რიჰარდ ვაგნერი-200; ჯუზეპე ვერდი-200; კარლჰაინც შტოკჰაუზენი- 85; დიერდ ლიგეტი-90; ანდრეი ვოლკონსკი-80.