reportiori.ge - მედია-ტური სვანეთში - მესტია კურორტ „თეთნულდის“ გახსნის მოლოდინშია (ფოტორეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:32
საზოგადოება
მედია-ტური სვანეთში - მესტია კურორტ „თეთნულდის“ გახსნის მოლოდინშია (ფოტორეპორტაჟი)
08 აგვისტო, 2015. 16:47


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებულმა კომპანიამ „თეთნულდ დეველოპმენტმა"  სვანეთში, თეთნულდის მთაზე ჟურნალისტებისთვის და საქართველოში შემომყვანი ტურისტული კომპანიებისთვის საინფორმაციო ტური მოაწყო.


მედია-ტურის მონაწილეებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, მინისტრის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა და კომპანია „თეთნულდ დეველოპმენტის" დირექტორმა უკა კილაძემ უმასპინძლეს.


ჟურნალისტებმა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებმა ინფრასტრუქტურა და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს, ასევე, კურორტის განვითარების პერსპექტივებს გაეცნენ.


მესტიაში, მსოფლიო დონის სათხილამურო კურორტის მშენებლობა  აქტიურად მიმდინარეობს. საკურორტო ტერიტორია 7000 ჰა-ს მოიცავს და აქედან 4500 ჰა მთის სათხილამურო ტერიტორიას წარმოადგენს. კურორტზე ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი  (9,5 კმ-იანი) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის  მქონე (1,7კმ) სასრიალო ტრასები მოეწყობა. 


სამთო კურორტზე 5 საბაგირო გზის მშენებლობაა დაგეგმილი.  სასრიალო ტრასების მთლიანი საერთო სიგრძე 169 კმ-ს შეადგენს (მიმდინარე ეტაპი 25კმ), საბაგიროების საერთო რაოდენობა 20-22 ერთეულია (მიმდინარე ეტაპი 5 ერთეული). უმაღლესი სასრიალო წერტილი  ზღვის დონიდან 3600 მეტრზეა, ყველაზე დაბალი კი 1600 მეტრზე. არსებული გათვლებით, თეთნულდის ტრასებზე ერთდროულად მოსრიალეთა რაოდენობა 4100 ადამიანია, საბაგიროების საერთო საათობრივი გამტარუნარიანობა - 8400 ადამიანი საათში.


როგორც მედია-ტურზე ჟურნალსიტებისთვის ცობილი გახდა, სათხილამურო-საბაგირო ინფრასტრუქტურის მოწოდებას ფრანგული კომპანია „Pomagalski"-ი უზრუნველყოფს.  საბაგიროების მონტაჟს კი ავსტრიული კომპანია „RMS" ახორციელებს.


თეთნულდი წელიწადის 4 სეზონზე მოემსახურება დამსვენებელს, აქედან სასრიალო პერიოდი წელიწადში - 6-7თვეა. კურორტ „თეთნულდის" მშენებლობა სვანეთის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებასა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.


კურორტის საზეიმო გახსნა მიმდინარე წლის 15 დეკემბერსაა დაგეგმილი. 


ცნობისთვის: შპს „თეთნულდი დეველოპმენტი" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული კომპანიაა, რომელიც სვანეთში სამთო კურორტს აშენებს. პროექტის საერთო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს და ის,  საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება.


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016