reportiori.ge - ადიგენში გმირთა მემორიალი გაიხსნა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 00:34
რეგიონები
ადიგენში გმირთა მემორიალი გაიხსნა...
ავტორი:
08 აგვისტო, 2015. 21:55


ადიგენში საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა

საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ადიგენში დღეს, 8 აგვისტოს, გაიხსნა. მემორიალზე 17 გმირს შორის, 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპული სამი მებრძოლის- დევი ჩადუნელის, ალექსანდრე ზაზაშვილისა და არტემ ბალახაშვილის სახელებია ამოტვიფრული.


ღონისძიებას დაღუპულების მშობლები, ნათესავები და თანასოფლელები, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულისამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მემორიალი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს დაღუპული გმირები. გაიმართა გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი.


რუსეთ- საქართველოს ომში გარდაცვლილი სამივე გმირის სახელი მინიჭებული აქვს დაბა ადიგენში ქუჩებს. ყოველწლიურად მუნიციპალიტეტი გარდაცვლილების ოჯახებს მატერიალურად ეხმარება.


ასევე, ტარდება არტემ ბალახაშვილის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები იღებენ.


დღესვე, ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფელ მირაშხანში აგვისტოს ომში დაღუპული ტარიელ ქამაშაძეც გაიხსენეს. მისი სახელობის წყაროსთან შეიკრიბნენ მუნიციპალიტეტის პირველი პირები და გარდაცვლილის ახლობლები.



(მოაზამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016