reportiori.ge - გივი სიხარულიძე - ვაჟიშვილობის მოწმობაც უნდა შემოიღონ, „პედერასტებით“ გაივსო ქვეყანა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 20:55
საზოგადოება
გივი სიხარულიძე - ვაჟიშვილობის მოწმობაც უნდა შემოიღონ, „პედერასტებით“ გაივსო ქვეყანა
ავტორი:
24 ივლისი, 2013. 11:42

ამაზე დიდი უბედურება რაღა უნდა დაატყდეს ქვეყანას, ქალს რომ პასპორტს მოთხოვენ, ქალიშვილი ხარ თუ არაო?  ადრე, საქართველოში, ვეფხისტყაოსანს" ატანდნენ მზითვად და ახლა ქალიშვილობის მოწმობით ცვლიან?!" - ამის შესახებ მსახიობმა, გივი სიხარულიძემ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი აზრით, ქალიშვილობის მოწმობა ქართველობის მასხრად აგდებაა.

ეს არის იდიოტიზმის და კრეტინიზმის უმაღლესი მწვერვალი, რაც შეიძლება მსოფლიოში გამოიგონონ. ქალს სულიერი მოწმობა უნდა მოჰყვებოდეს და არა ქაღალდის ცნობა. ქალს რომ მოთხოვ, მოწმობა მომეცი, ქალიშვილი ხარ თუ არაო, ქუჩაში უნდა გამოაკრან შენი სურათი, როგორც პედერასტის". თუ იმდენად არ ენდობი, რომ  მას მოწმობას სთხოვ, მაშინ აზრიც აღარ აქვს, ქალიშვილი იქნება თუ არა.  ეს გამოგონება  ქართველობის მასხრად აგდებაა. სამწუხაროდ, იმ ქვეყანაში, სადაც კაცს კაცი მოჰყავს ცოლად და ქალს ქალი, აღარაფერი მიკვირს. ასეთ გახრწნილ სამყაროში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და რაღა უნდა გაგიკვირდეს?! მე თუ მკითხავთ ვაჟიშვილობის მოწმობა უნდა შემოიღონ, რადგან პედერასტებით გაივსო მთელი ქვეყანა. თქვენ კიდევ გიკვირთ აღელვებული რატომ ხართო? - ვერ ხედავთ ირგვლივ რა ხდება?!"- აღნიშნავს გივი სიხარულიძე.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ ტელეკომპანია „იმედმა" სიუჟეტი აჩვენა სადაც, ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს შესახებ იყო საუბარი. აღნიშნულ ბიუროში მსურველებს შეუძლიათ ექსპერტიზის საფუძლელზე „ქალიშვილობის მოწმობა" 175 ლარად აიღონ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016