reportiori.ge - დღევანდელ დღეს გიორგი ლეონიძე გარდაიცვალა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:58
კულტურა
დღევანდელ დღეს გიორგი ლეონიძე გარდაიცვალა
09 აგვისტო, 2015. 16:31




პოეტი გიორგი (გოგლა) ლეონიძე 1899 წლის 27 დეკემბერს/ (1900 წლის 8 იანვარს) კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში, ნიკო (ნიკოლოზ) ლეონიძის ოჯახში დაიბადა.



პოეტის მამა - ნიკო ლეონიძე ცნობილი საზოგადო მოღვაწე ყოფილა, პედაგოგი, ვაჟა-ფშაველას დიდი მეგობარი. მას გორის სემინარია ჰქონდა დამთავრებული. ნიკო ლეონიძე სიცოცხლის ბოლო წლებში სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. იგი ადრე გარდაიცვალა, გიორგი ლეონიძე მაშინ ორი წლისაც არ იყო.



ხუთი შვილის აღზრდა დედას დააწვა მხრებზე. დედა პოეტისა გახლდათ სოფიო გულისაშვილი. იგი მშობლიური ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნე ყოფილა. სოფიოს მამა ნინოწმინდის სამიტროპოლიტო ტაძრის წინამძღვარი იყო. ბიძა - ზაქარია გულისაშვილი - ხალხოსანი მწერალი; იბეჭდებოდა „შაქროს" ფსევდომინით.



ასეთ გარემოში აღზრდილ გიორგი ლეონიძეს ბავშვობიდანვე გამოჰყვა ქვეყნისა და მშობლიური ლიტერატურის სიყვარული. პოეტის სწავლა-აღზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა მამის დანატოვარმა მდიდარმა ბიბლიოთეკამაც.



1907 წელს გ. ლეონიძე თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ამ პერიოდში მან თანამოაზრეებთან ერთად ლიტერატურული წრე ჩამოაყალიბა.

1913 წელს გ. ლეონიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1918 წელს დაასრულა. სემინარიაში სწავლის პერიოდი მომავალი პოეტისათვის მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა. აქ მას ასწავლიდნენ ისეთი გამოჩენილი პიროვნებები, როგორებიც არიან: ვასილ ბარნოვი, ნიკო სულხანიშვილი, კორნელი კეკელიძე და სხვ. აქვე დაიწყო გ. ლეონიძის სამწერლობო მოღვაწეობაც. 1911 წლიდან უკვე პრესაში გამოჩნდა მისი პირველი ლექსები და წერილები. იგი რედაქტორობდა ხელნაწერ ჟურნალებს „გვირგვინი" და ფანდური", რომლებიც სემინარიაში გამოდიოდა.

1916 წელს გიორგი ლეონიძემ დააარსა ლიტერატურული ალმანახი საფირონი", ხოლო 1922 წლიდან ყოველკვირეული გაზეთი ბახტრიონი".

1918 წლიდან გიორგი ლეონიძე დაუახლოვდა ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფს - ცისფერყანწელებს" და ერთხანს ამ ორგანიზაციის აქტიური წევრიც იყო.

1919 წელს პოეტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში განაგრძო სწავლა.

გიორგი ლეონიძის თაოსნობით 1931 წელს დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა. გ. ლეონიძე წლების მანძილზე მუშაობდა ამ მუზეუმის დირექტორად.

1950-54 წლებში გ. ლეონიძე მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის მდივნად, 1958-66 წლებში კი - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორად. 1944 წელს გიორგი ლეონიძე აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. გამოქვეყნდა მისი მოთხრობების წიგნი ნატვრის ხე", სადაც პოეტის ბავშვობისდროინდელი მოგონებები და შთაბეჭდილებებია გადმოცემული.



გიორგი ლეონიძე 1966 წლის 9 აგვისტოს, წყნეთში გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.




 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016