ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს დღეს 80 წელი შეუსრულდა.
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მაესტროს საიუბილეო თარიღს მთელი წლის განმავლობაში კონცერტების სერიას მიუძღვნის. პირველი კონცერტი 22 აგვისტოს „იანგ ეურო კლასიკ" ფესტივალის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში ბერლინის ისტორიულ დარბაზში „კონცერტჰაუზში" გაიმართება.
გია ყანჩელის ნაწარმოებებთან ერთად შესრულდება არვო პიარტის მუსიკაც. სოლისტები არიან: დუდანა მაზმანიშვილი, ანდრეს მუსტონენი, გიორგი ცაგარელი. დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი.
პროექტი ხორციელდება გერმანიაში საქართველოს საელჩოს პატრონაჟითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფონდ „დაად"-ის მხარდაჭერით.
გია ყანჩელი 1935 წლის10 აგვისტოს დაიბადა, 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოლოგის სპეციალობით.დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში,საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა.
1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილისგამგედ. 1979 წელს იგი საქარველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.
გია ყანჩელმა ოპერისა თუ თეატრისთვის ბევრი ცნობილი კომპოზიციას შექმნა. მის შემოქმედებას მიეკუთვნება 6 სიმფონია სიმფონიური ორკესტრისთვის (1962 წ.); „სევდა ნათელი" - ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდისიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის: „ხანუმა", „კავკასიური ცარცის წრე", „რიჩარდ III"; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის: „არ დაიდარდო", „ქვევრი", „არაჩვეულებრივიგამოფენა" და ა.შ.
„რეპორტიორი" კომპოზიტორს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს!