reportiori.ge - დღეს ზურაბ ყიფშიძის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:00
კულტურა
დღეს ზურაბ ყიფშიძის დაბადების დღეა
ავტორი:
10 აგვისტო, 2015. 17:08


ქართველი მსახიობი - ზურაბ ყიფშიძე დაიბადა 1953 წლის 10 აგვისტოს, ქალაქ თბილისში, მსახიობთა ოჯახში.


პაპა დედის მხრიდან - გიორგი ფრონისპირელი, კოტე მარჯანიშვილის მოწაფე და საქართველოში სცენური მეტყველების ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. დედა- საქართველოს სახალხო არტისტი, მსახიობი ელენე ყიფშიძე, მამა - მარჯანიშვილის სახ.თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ავთანდილ ვერულეიშვილი.


1970 წელს ჩააბარა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, მაგრამ სწავლა ვერ მოახერხა - კინოგადაღებებზე იყო დაკავებული. მომავალ წელს ისევ ჩააბარა ინსტიტუტში და ისევ როლის შემოთავაზება კინოში, ამჯერად ლანა ღოღობერიძეს ფილმში "როცა აყვავდა ნუში". 


მოსკოვში თეატრის გასტროლების დროს გადაწყვიტა  მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ეცადა ბედი. გახდა სერგეი გერასიმოვის კურსის სტუდენტი.


1976 წელს დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი.


თბილისში დაბრუნებისთანავე მას ახლად შექმნილ კინომსახიობთა თეატრში იწვევს მიხეილ თუმანიშვილი, სადაც გამორჩეული თეატრალური სახეები შექმნა  სპექტაკლებში: „შუშანიკის წამება" (ვარსქენი), სუხოვო-კობილინის "საქმე" (ტარელკინი), მოლიერის "დონ ჟუანი" (დონ ჟუანი), "ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე" (ლენინი) და სხვა.



ზურაბ ყიფშიძეს აქვს შესრულებული ბევრი თეატრალური როლი და ათობით კინოროლი.



რეპორტიორი" მსახიობს ულოცავს დაბადების დღეს. უსურვებს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.



 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016