reportiori.ge - ოზურგეთში მერია-კონჭკათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 00:50
რეგიონები
ოზურგეთში მერია-კონჭკათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს
ავტორი:
10 აგვისტო, 2015. 19:49



ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მერია-კონჭკათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ოზურგეთის გამგებელი მერია-კონჭკათის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაესწრო.


პროექტის საერთო ღირებულება 2 500 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია: „პირამიდა-ფრ" ახორციელებს. 


გზის მშენებლობის პროცესს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, გურიის გუბერნატორთან - გია სალუქვაძესთან ერთად დაესწრო.


ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. აქამდე ამ სოფლებში ასფალტისსაფრიანი გზა არ ყოფილა. ახალი გზა ორი სოფლის პრობლემას მოხსნის, რომლითაც 5 700  მაცხოვრებელი ისარგებლებს. სამშენებლო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო. მოეწყო მილხიდები, განხორციელდა გზის გამაგრებითი სამუშაოები. ამჟამად გზის მოასფალტება მიმდინარეობს" - აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.


მერია-კონჭკათის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 3 თვის ვადაში დასრულდება.



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016