„რუსეთის სარკინიგზო ჯარების წარმომადგენლები აფხაზეთში, ოჩამჩირიდან ენგურამდე რკინიგზის განაღმვით და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. ისინი ამას უსასყიდლოდ გვიკეთებენ."- აცხადებს „აფსნი.რუ"-თან საუბარში "აფხაზეთის რკინიგზის" დეფაქტო ხელმძღვანელი გურამ გუბაზი.
მისი თქმით, აფხაზეთის რკინის ხელმძღვანელობას არ გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი სამხედროა ამ პროცესში დასაქმებული. ინფორმაციას „აფსნი.რუ"-ზე დაყრდნობით სააგენტო „ინეტრპრესნიუსი" ავრცელებს.
"ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. არ გვინდა, რომ აჟიოტაჟი მოჰყვეს, ქართველებმა კი ამაზე ხმაური ატეხეს. ჩვენ არ ვიცით, განახლდება თუ არა რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლა. ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. უბრალოდ, ადამიანები გვეხმარებიან რკინიგზის ხაზის გაწმენდაში", - აღნიშნა გუბაზმა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)