reportiori.ge - საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსავალი დაბინავებულია...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 00:47
რეგიონები
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსავალი დაბინავებულია...
ავტორი:
11 აგვისტო, 2015. 20:50


სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ლევან დავითაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორთან, ზურაბ რუსიშვილთან ერთად ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსავლის აღებისა და დაბინავების სამუშაობი დასრულებულია. მათ შორის საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი  4  ოჯახის სასოფლო-სამეურნეო სავარგულიდანაც.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით,  საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში  შპს „მექანიზატორი" ადგილობრივ მოსახლეობას  მოსავლის აღებაში უსასყიდლოდ  მომსახურა.

1700 ჰექტარზე ხორბლის, ქერის, შვრიისა და ჭვავის მოსავალის აღებაში დახმარება 2000 -მა ადგილობრივმა მცხოვრებმა მიიღო.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, მუნიციპალიტეტების მიერ მოწოდებული სიების საფუძველზე, შპს ,,მექანიზატორმა"  მომსახურება გაუწია ყველა იმ ფიზიკურ პირს, რომელიც  საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ცხოვრობს. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც შპს „მექანიზატორის" მომსახურებით ისარგებლა და მოსავალი საკუთარი სახსრებით აიღო, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდა.

მოსავლის აღების ხარჯების სუბსიდირება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ განახორციელა.



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016